logo_geo
გივი თარგამაძე: არ მაინტერესებს გაბოროტებულთა კომენტარები - დღევანდელი მიშასიც...
- +

12 იანვარი. 2017. 19:42


 

ე.წ. ბოკერია-უგულავას ჯგუფის წარმომადგენელი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით  სტატუსს აქვეყნებს:

 

„ყველაფერი არც ამით დაწყებულა და არც ამით დამთავრდება. მიშა მისი ჩამოსვლისთანავე გავიცანი. სულ სხვა მიშა. მასთან ერთად ბევრი რამ გავაკეთე. დღევანდელი მიშა არც წარმომედგინა როდესმე. რეალობა წარმოდგენაზე ბევრად დაუნდობელი გამოდგა.

 

გუნდი, რომელთან ერთადაც ვარ პოლიტიკაში 25 წელიწადია, არ მიმიტოვებია და არც მივატოვებ, ვინაიდან ჩვენთან პრინციპებსაც ვცემთ პატივს, თავისუფალ აზრსაც და ერთმანეთსაც. დღევანდელი დღე სევდის მომგვრელიცაა და სასიამოვნოდ ამაღელვებელიც. სიახლე ყოველთვის სასიამოვნოა. ჩვენი გუნდი საზოგადოებას იმედს არ გაუმტყუნებს. არ მაინტერესებს გაბოროტებულთა კომენტარები. დღევანდელი მიშასიც. მაინტერესებს მომავალი და მუხლჩაუხრელი შრომა ამ მომავლისთვის. უკანდახევა არ გვჩვევია. მჯერა, ყველაფერი იქნება კარგად", -წერს გივი თარგამაძე.


 

big_banner
არქივი