logo_geo
ნინო გიორგობიანი: სანამ საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას მიაწოდებთ, მარტივია შესაბამის უწყებაში გადამოწმება
- +

2 ოქტომბერი. 2018. 16:05

 

 

„დღეს ერთ-ერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ საზოგადოებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოსდა სუს-ის თანამშრომლები მათი კანდიდატის საწინააღმდეგო პლაკატებს აკრავდნენ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი წერს და შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:

 

„მათ მიერ დასახელებული პირი არ არის და არ ყოფილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი და სამსახურის არც ერთი თანამშრომელი მსგავს უკანონო ქმედებაში მონაწილეობას არ იღებს. სანამ საზოგადოებას სპეციალური ბრიფინგით გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას მიაწოდებთ, მარტივია შესაბამის უწყებაში გადამოწმება“, - წერს გიორგობიანი.

 

 

big_banner
არქივი