logo_geo
ნუკა არველაძე: ვინც წარმოადგენთ „ქართულ ოცნებას“ ავტომატურად ივანიშვილის სახელთან ხართ ასოცირებული და...
- +

3 ოქტომბერი. 2018. 00:27

 

 

ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძალიან ბევრი მახსოვს 2012-მდე და მერეც (სახელებით, გვარებით ოჯახებით და შთამომავლობოთ) მადლობა არ გენანებოდათ ივანიშვილის მისამართით. მახსოვს პირად საუბრებში თქვენი საკუთარი სიცოცხლის და თქვენი არაერთი ახლობლის სიცოცხლის გადარჩენას უმადლოდეთ მის ქმედებებს!! მახსოვს თქვენი დატანჯული და მართლა გადაღლილი სახეები.

მერე ელოდებოდა ზოგი თანამდებობას, ზოგი ფულს მადლობის სანაცვლოდ. იმედებს ამყარებდნენ და მზაკვრულად ელოდნენ. აქ მათ აჯობა იმან ვინც უფრო მზაკვარი იყო. ერთმანეთს დაერივნენ ამორძალები ბოზები და გოთვერნები!!! სხვას ვერ დავარქმევ ოქუაშვილის სკანდალს, ქუმსიშვილის ალავიძე კვირიკაშვილის ტროიკას, პროკურატურაში გაყინული საქმეების ავტორებს.

იცით შევარდნაძის და მოქ კავშირის პრობლემა რა იყო?

- რას გაბედავს მიშას სბროდი. მაგაზე კონტროლის პალატას ისეთი კომპრომეტები აქვს!!!!

- იწიკვინებენ და გაჩერდებიან!!!

- ფეხები არ მოგვჭამონ.

ეკიდათ მიშაც და ხალხიც და მერე?

ძალიან ბევრს ფეხებიც მოჭამა, ცხოვრებაც გაუმწარა და როგორც ბევრი ისე მოლაშვილი შეეწირა ამ ამბავს.

ნაცვლად რეალური ქმედების კომპრომატით შეშინება?!!!!

ხოდა აი ეს იყო დიდი შეცდომა ვერ შეაშინებ, სამაგიეროდ დარჩები შეშინებული.

რეალურად დღეს როცა ივანიშვილმა შეძლო და 2011 წელს თქვა 1 წელიო და შეუსრულა. და რა? მანამდეც იხეოდა შუაზე ე წ. ოპოზიცია მაგრამ მთავრდებოდა 7 ნოემბრით და 26 მაისით და უფრო მოძლიერებული ოპოზიციამიერთებული ნაცებით!!

ხოდა ახლა იმის თქმა მინდა დღეს ვინც მთავრობაში ხართ, ვინც წარმოადგენთ „ქართულ ოცნებას“ ავტომატურად ბიძინა ივანიშვილის სახელთან ხართ ასოცირებული და როცა ამ ადამიანის ლანძღვის და გინების საშუალებას აძლევთ გოთვერან და გარეწარ ადამიანებს ილანძღებით თქვენც!!!!

გაუკეთებელი საქმე გეწერებათ თქვენც!!!!

არ გაუფრთხილდებით სახელს არც არავინ გაგიფრთხილდებათ თქვენც!!!

განსაკუთრებით პორტირებულ და ჩასაფრებულ უსაქმურებს ეხება ეს!!! მერკანტილურ და მაფიოზობანას მოთამაშე სუბიექტებს.

ვისაც არ მოგეწონებათ კიდე აი დარდი“, - წერს არველაძე.

 

 

big_banner
არქივი