logo_geo
ნანუკა ჟორჟოლიანი: არჩევნებამდე რატო არ წავიდნენ?
- +

12 იანვარი. 2017. 22:34



ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალური მოძრაობიდან" ე.წ. უგულავა-ბოკერიას ჯგუფის გამოყოფას სოციალურ ქსელში  ეხმაურება:


„ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. ერთადერთი კითხვა მაქვს. არჩევნებამდე რატო არ წავიდნენ? რეალურად ამ კითხვაზე პასუხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არ მიიღება პასუხი, რომ ცდილობდნენ ერთიანობას. ასე რომ ყოფილიყო, გიგი წერეთლის მამას პარტიას არ დაარეგისტრირებინებდნენ. ის რომ ბოკერიამ ამ კარტინკისთვის" დაწერა გამსვლელთა სია, ეგეც გასაგებია. ემზადებოდნენ ფაქტია გაყრისთვის, უბრალოდ, არჩევნებამდე რატომ არ წავიდნენ, თუ საკუთარ ძალებში იყვნენ დარწმუნებულები? აი ესაა საინტერესო...

 

კიდევ იქნება არჩევნები ამ ქვეყანაში. არაერთი თან, თორემ მიშა რომ ჯართია და გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, ხათუნა გოგორიშვილი, მიშ მაჭი, გიგი წერეთელი, გოკა გაბაშვილი, ღვინიაშვილი, ჭიაბერაშვილი რომ ახალი სახეები გასაგებია", - წერს ჟოროლიანი.


 

big_banner
არქივი