logo_geo
ლელა კაკულია: რუსეთის პრეზიდენტი ჩამობრძანდება და აფხაზეთის დაბრუნება გადაწყდება!
- +

3 ოქტომბერი. 2018. 00:45

 

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში რუსეთისა და საქართველოს ლიდერებსშორის მოსალოდნელი მოლაპარაკებების დაწყებისა და საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ წერს:

 

„მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, გუშინ,1 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა გამორიცხული არ არის.

 

მისი თქმით:

 

„პრეზიდენტების დონეზე შეხვედრისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ შეხვედრა, მსჯელობა და დამშვიდობება. აუცილებელია შედეგის მიღწევა, რათა ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს… რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ ურთიერთობების ნორმალიზაციით, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობებით საქართველოსთან. ეს დღემდე აქსიომად რჩება“.

 

ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ ლელა კაკულიას მიერ 2002 წელს ჩაწერილ წინასწარმეტყველებას, რომელიც გამოქვეყნებულია როგორც საავტორო გაზეთში, ისე შესულია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოცემულ წიგნში „ახალი სიტყვა“.

 

2002 წელი, 10 ივლისი

 

ვხედავ, რუსეთი სერიოზულ მოლაპარაკებებს დაიწყებს საქართველოსთან. აქ თამაშები და ავანტიურები გამორიცხულია. ეს ეხება ჩრდილოეთს და პირველ რიგში კი აფხაზეთს. დიახ, აფხაზეთი!

 

პანკისი ერთია, მაგრამ აფხაზეთი კარგი თავშესაფარია ბოევიკებისთვის.

ფრთხილად!

 

რუსეთის პრეზიდენტი საქართველოში ჩამობრძანდება და კარს მიღმა ზუსტად აფხაზეთის დაბრუნება გადაწყდება!!!”,– აღნიშნულია წინასწარმეტყველის გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

 

 

  

წყარო : wyaro
big_banner
არქივი