logo_geo
ზვიად კვაჭანტირაძე: 2017 წელი ნამდვილად წინსვლის წელი იქნება!
- +

12 იანვარი. 2017. 22:50



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში მსოფლიო ბანკის ახალ პროგნოზს ეხმაურება და წერს:

 

„2017 წელი ნამდვილად წინსვლის წელი იქნება!

 

აბა შეადარეთ მსოფლიო ბანკის პროგნოზები:

 

2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით, საქართველო არის ლიდერი რეგიონში და მისი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებულ მაჩვენებლებს: საქართველო 5,2%,

 

სომხეთი 2,7%,

 

აზერბაიჯანი 1,2%,

 

რუსეთი 1,5%,

 

თურქეთი 3%.

 

· საქართველოს 2017 წლის ეკ. ზრდის პროგნოზის მიხედვით უსწრებს ასევე ევროპისა და ცენტრ. აზიის ისეთ ქვეყნებს როგორიცაა;

ბულგარეთი (3,2%),

უნგრეთი (2,6%),

პოლონეთი (3,1%),

რუმინეთი (3.7%),

ხორვატია (2,5%),

მოლდოვა (2,8%), და სხვა", - წერს კვაჭანტირაძე.

 


შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკის ახალი პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2017 წელს 5,2%-ს მიაღწევს. ეკონომიკური პორტალის, bpn.ge-ს ინფორმაციით, ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის - „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები" თანახმად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2018 წლისთვის 5,3%-მდე გაიზრდება, თუმცა 2019 წლისთვის 5,0%-მდე შემცირდება.


 

big_banner
არქივი