logo_geo
პაატა ქურდაძე: გინებაზე, წყევლაზე და ბილწსიტყვაობაზე საზოგადოებამ იმუნიტეტი გამოიმუშავა...
- +

3 ოქტომბერი. 2018. 03:33

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული მართვის ცენტრის ხელმძღვანელი და მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩემი აზრით, ქართულმა ენამ გინების, წყევლისა და ბილწსიტყვაობის სფეროში კარგა ხანია ლიმიტს მიაღწია და თავისი თავი ამოწურა, დროა რაღაც ახალი მოვიგონოთ, თორემ მისი სრულიად გადაჭარბებული მოხმარებისაგან, ურთიერთობის ჩვენთვის ამ ყველაზე აუცილებელი ფორმის შხამისა და გესლის სრული დენატურაცია მოხდა! საზოგადოებამ იმუნიტეტი გამოიმუშავა, ადამიანებს საათობით შეუძლიათ აგინონ და წყევლონ ერთმანეთი და თითქოს არაფერი! ძარღვიც აღარავის უტოკდება! ხომ გესმით? რა იცი რა ხდება! უცებ რომ დაგჭირდეს და გულით მოინდომო შეურაცხყოფას ვეღარავის მიაყენებ! არა და იყო დრო, „შე ჩემაზე“ სერიოზულ პასუხს ითხოვდნენ!! მოკლედ არ არის ეს კარგი ამბავი. ლინგვისტური, ან თუ გნებავთ ეთნიკური ანტროპოლოგიური თვალსაზრისით გემრიელი გინებისა და წყევლის გარეშე ენა იგივეა რაც ცხელი ხინკალი პილპილის გარეშე“ - წერს ქურდაძე.

big_banner
არქივი