logo_geo
დავით ლილუაშვილი: აი, ასე ხდება ამ პარტიული ტელევიზიის მიერ ქვეყანაში დესტრუქციული მუხტის შემოტანა!
- +

5 ოქტომბერი. 2018. 02:08

 

 

უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რუსთავი 2“ და „ნაცმოძრაობა“ ისტერიულად გაჰკივიან კახეთში ყურძენი ლპება, ვინაიდან ჩამბარებელი ქარხნები ყურძენს არ იბარებენ, ხალხი შავ დღეშია და ხელისუფლებას ეს პრობლემა არ აინტერესებსო... მოკლედ, ერთ-ერთ ძირითად თემად ათ წუთიანი სიუჟეტი მოამზადეს.

და რას ემსახურებოდა ეს სიუჟეტი?

 

  1. „რუსთავი 2“-მა განაცხადა, რომ თითქოს მისი სიუჟეტის შემდეგ დაიწყეს ქარხნებმა ყურძნის ჩაბარება;

 

2.. ხალხის პრობლემასთან დაკავშირებით ინდიფერენტულობაში "ამხილეს" ხელისუფლება;

 

  1. გადაფარეს კახეთში ჩასული ზურაბიშვილის ვოიაჟი და მისი საარჩევნო კამპანია;

 

არა, თითქმის სულ ბოლოს, მართალია ორ წუთიან სიუჟეტში კი აჩვენეს ეს ვოიაჟი, მაგრამ ქრონომეტრაჟი ძირითადად დაუთმეს იმას, თუ როგორ ეძახდა სამი კაცი ზურაბიშვილს მოღალატეს და ჟურნალისტი დაჟინებული კითხვებით, როგორ დასდევს საპრეზიდენტო კანდიდატს, იმის გასარკვევად აკეთებს თუ არა ის ქსენოფობიურ განცხადებებს.

აი, ასე ხდება ამ პარტიული და მარაზმატული ტელევიზიის მიერ ტვინის გამორეცხვა და ქვეყანაში დესტრუქციული მუხტის შემოტანა“, - წერს ლილუაშვილი.

 

big_banner
არქივი