logo_geo
პაატა ქურდაძე: საკუთარი მწარე გამოცდილებით ვადასტურებ, რომ სახელმწიფო ბიზნესში ნამდვილად არ ერევა!
- +

5 ოქტომბერი. 2018. 23:57

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული მართვის ცენტრის ხელმძღვანელი და მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად საკუთარი მწარე გამოცდილებით ვადასტურებ, რომ სახელმწიფო ბიზნესში ნამდვილად არ ერევა. ყოველ შემთხვევაში სარეტორნო ბიზნესში მაინც. ახლა შარდენის რამდენიმე კლუბიდან ისეთი პრეისტორიული ღმუილი ამოდის თავი ჯუასიკ პარკში გეგონებათ.

 

ფაქტია - უკვე მესამე წელია ვერაფრით მოვახერხე რომ ამ „ბიზნესზე“ ცოტა „ზეწოლა“ მოეხდინა ერთ უწყებას მაინც - პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, მერიას, საკრებულოს... ბიზნესი წიმინდაა და ხელშეუხებელიო იძახიან! ამიტომაც ნებისმიერ თაღლითს შეუძლია დილით ასოც ლარად შპს დაარეგისტრიროს და საღამოს სახლში რესტორანი გახსნას, მანამდე ლილოს ბაზრობაზე იაფფასიანი ჭურჭელი და უხარისხო დიდი ხმის გამაძლიერებლები შეიძინოს, მერე გზად იაფფასიანი პროდუქტიც გამოაყოლოს, თუნდაც ვადაგასული, ცხრაჯერ გაყინული და დამდნარი და საღამოს თავისი ბიზნესის პირველი დღე ფოიერვერკით აღნიშნოს...

 

კაციშვილი არ არის პასუხის მომთხოვი! საზოგადოებრივი კვების და გართობის ობიექტებს რომ ძვირადღირებული და ძალიან მკაცრად რეგლამენტირებული ლიცენზია და მკაცრი კონტროლი სჭირდება მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში, ამის შესახებ ჯერ არც კი სმენიათ რაიმე ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით ზემოთჩამოთვლილ უწყებებს, რომელთა ერთობლიობას სახელმწიფო ჰქვია. ამიტომ ჩვენს პარადოქსულ ქვეყანაში სრული სარესტორნო ანარქიაა, რომელშიც რესტორატორებად ტრანსფორმირებული მედუქნეები „ლუკმაპურის ფულს“ შოულობენ თქვენი და საბრალო ომეპრაზოლით ჯიბეებდატენილი ტურისტების ხარჯზე“, - წერს ქურდაძე.

 

 

big_banner
არქივი