logo_geo
მანუჩარ კაჭახიძე: ეს არის მაღალი ხელოვნება, უკვდავი ნიჭი, მეგობრებო!
- +

7 ოქტომბერი. 2018. 01:26

 

ქართველი ემიგრანტი მანუჩარ კაჭახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ სიმღერას, კონკრეტულად ამ შესრულებას, 1996-ში, იმ ბედნიერ წლებში მოვუსმინე, როცა ჯერ კიდევ ქუთაისში ვცხოვრობდი...

 

მახსოვდა და მიყვარდა ამ შესანიშნავი კომპოზიტორის სიყვარულით წარმოთქმულ-დამარცვლული ეს სიტყვა... თუ რეჩიტატივი.

 

მერე აღმოვაჩინე, რომ ამ გენიოსმა კაცმა, ესმოდა რა ქუთაისის ფენომენი, გალაკტიონის ამ სტროფებს "წყალტუბოდან ქუთაისში" არ აკადრა მავანთა მიერ ხუმრობით მიწებებული "ინდუსტრიის მშენებელი".

 

სიმღერა დაიწყო სრულიად მოულოდნელად, იმავე ავტორის, გალაკტიონის, 1925 წელს დაწერილი ლექსის სტრიქონებით:

„იქით ნუში, აქეთ ნუში,

დახეთქილი ბროწეული,

ისევ ალუჩების ბუში

და ატმების ძოწეული“.

 

და შემდეგ, პირველ სტროფს შეუხამა 20 წლის შემდეგ, 1945-ში გალაკტიონისვე დაწერილი სხვა ლექსის ოთხიოდე სტრიქონი:

 

"მოჰფენია ფერი ლილის

არემარეს იმ წყაროთა,

სადაც როსმე ყოველ დილის

გათენება მიხაროდა."

 

მითხრა რომ ქალაქზე საუბრობდა და რომ არ ელოდები, სრულიად მოულოდნელად, დასცხო... „წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო..."

 

ეს არის მაღალი ხელოვნება, უკვდავი ნიჭი, მეგობრებო!

პ.ს. კადრები ტელეკომპანია "რიონმა" შემოგვინახა“, - წერს კაჭახიძე.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი