logo_geo
კოკა ყანდიაშვილი: მონურ სულში რა უნდა თავისუფლებას?
- +

19 ნოემბერი. 2016. 01:42

 

 

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„რა თქმა უნდა, გილოცავთ - საქართველოში ახალი, მე-9-ე მოწვევის პარლამენტი რომ შედგა, ერო და ბერო!

 

მაგრამ, როგორი უსუსურია თითოეული „ნაცი", რომელიც დღეს, საზეიმო გახსნაზე, აპოკალიპტურ სურათს ხატავდა - სინამდვილეში კი, მიშას წინაშე იპრავებდა პარლამენტში შემოცუნცულებას.

 

ნაცების დღის მესიჯი:

 

- „მიშა - ნახე რა დღეში ჩავაგდეთ საქართველო, ხომ ღირდა ჩვენი შესვლა პარლამენტში - მამა მარჩენალოვო"...

 

ბოლოს დავით ბაქრაზე გამოვიდა და პირდაპირ მიშას ელაპარაკებოდა

 

- აი დღეს დასრულდა ყველა პოლემიკა შესვლა არ შესვლაზეო - მიშიკოვო....

 

და ესენი, რომ ფარულ მმართველობაზე ან ვინმეს მსახურებაზე  ხმას ამოიღებენ.

 

მონურ სულში რა უნდა თავისუფლებას?

 

პ.ს. ჩემო პატივცემულო მედიავ - საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ დღეს ოპოზიციური მედია მხოლოდ „რუსთავი 2 -იაო".... და აბა თქვენ ვინ ხართ? სამთავრობოები ხართ? არ გაგიჩნდათ პროტესთი? სერგის ვერ უპასუხებთ ხო? ვერ ათქმევინებთ რომ „რუსთავი 2" - „ნაცების" პარტიული ტელევიზიაა, და არა თავისუფალი ან დამოუკიდებელი.  კოლეგებზე ვერ იტყვით ხომ ვერაფერს?

 

ამიტომ ჩემო სამთავრობოებო - ჩამწკრივდით და თქვენი „ლიბერალური"  ხმა არ გამაგონოთ.

 

მეტი მაღალი ტრიბუნა არ არსებობს - და რავი? აბა სხვა რა უნდა ვიფიქრო? რატომ დუმხართ?

რატომ უნდა გიძახონ ნაცებმა სამთავრობოები - თუ არ ხართ?"












 

big_banner
არქივი