logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: აკა მორჩილაძემ ჩემს საქართველოზე საშვილიშვილო სიტყვა უთხრა ქვეყნიერებას...
- +

10 ოქტომბერი. 2018. 21:38

 

„ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა შედგა და აკა მორჩილაძემ ჩემს სამშობლოზე, ჩემს ქვეყანაზე, ჩემს საქართველოზე საშვილიშვილო სიტყვა უთხრა ქვეყნიერებას...“ - ამ სიტყვებით ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში მწერლის აკა მორჩილაძის გამოსვლას ეხმაურება.

 

„რას ვიფიქრებდი ოდესმე „შუშანიკის" წაკითხვას თუ კიდევ მოვინდომებდი...შენ გაიხარე და იდღეგრძელე აკა მორჩილაძე, როგორ სასიამოვნოდ აგვაფორიაქე და შეგვაჯანჯღარე, აა, დილიდან გადმოვყარე წიგნები და "შუშანიკის წამება-ს" ვეძებ, უნდა წავიკითხო, წიგნში უნდა წავიკითხო, სხვანაირად უნდა წავიკითხო და ეს შენი ბრალია ბატონო მორჩილაძე, აბა," შუშანიკზე" ტირილი ვის გაუგიააა?!“ - წერს კვაჭანტირაძე და მორჩილაძის გამოსვლიდან ფრაგმენტს აქვეყნებს:

 

„აი, ის ჩვენი პირველი მოთხრობა, რომელშიც მეხუთე საუკუნის ამბავია აღწერილი, (ჩვენ უფრო გვიანდელი ხელნაწერიც გვაქვს) ძალიან გასაგები და სამსჯელო იქნებოდა სამყაროში მაშინაც და ახლაც, სკოლაში ისწავლება ჩვენთან, იმ ენით, რომლითაც დაწერილია მეხუთე საუკუნეში.

 

ეს არის მოთხრობა ქალზე და კაცზე, ოჯახზე, ერთგულებაზე, პოლიტიკაზე, ღმერთზე, რწმენაზე, პატიოსნებაზე, ათას რამეზე. ეს ყველაფერი ისეა აღწერილი, რომ იოლად მიხვდები, ადამიანის გულში და სულში ეს თხუთმეტი საუკუნეა არაფერი დიდად არ შეცვლილა“, - განაცხადა ფრანკფურტის წიგნების ბაზრობის გახსნაზე აკა მორჩილაძემ.

big_banner
არქივი