logo_geo
მარინა ლაგვილავა: უმძიმესი კვირა, უსაზღვრო ნერვიულობა...
- +

25 სექტემბერი. 2018. 12:06

 

ექიმი მარინა ლაგვილავა სოციალურ ქსელში წერს:

 

,,უმძიმესი კვირა, უსაზღვრო ნერვიულობა, 3 ურთულესი ოპერაცია, 3 ახალგაზრდის გადარჩენილი სიცოცხლე და სიამოვნებით სავსე დასასრული! მადლობა პროფესორ ჰენინგ დრალეს და ,,ჰელსიკორის” მთელ გუნდს თავდაუზოგავი შრომისთვის...”- ეს სიტყვები კლინიკა ,,ჰელსიკორის” გენერალური დირექტორის-რუსიკო ლაგვილავას (ჩემი ბიძაშვილის) სიტყვებია. მე მას ჩემს ღმერთს და უფლის საჩუქარს ვეძახი! მადლობა რუსიკო ჩემი ოჯახის მიმართ გაწეული ყველანაირი დახმარებისთვის. კლინიკაში ზედმიწევნით დაცულია ჰიგიენა, შეკრებილია პროფესიონალიზმით, საქმის ერთგულებით გამსჭვალული სამედიცინო პერსონალი, რომელთა მხრიდანაც ხორციელდება პაციენტის მიმართ კომპლექსური მიდგომა, რაც დადებითად მოქმედებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

 

პაციენტთაგან ერთ-ერთი კი ჩემი უფროსი ვაჟი ირაკლი სულაბერიძეა, რომელსაც ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა ფარისებურ ჯირკვალზე.

 

ჰენინგ დრალე- ევროპის ენდოკრინულ ქირურგთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქ. ესენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი და ხელმძღვანელი.მან,მის მიერ ერთმომენტად შემუშავებული ოპერაცია, რომელიც მსოფლიოში დრალეს მეთოდით არის ცნობილი, წარმატებით დანერგა საფრანგეთში, ინგლისში, პოლონეთში,ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში... ეს ის ადამიანია, რომელიც საქმის უბადლო ცოდნით, პროფესიონალიზმით და ადამიანების სიყვარულით ავსებს სამყაროს. საქართველო... კლინიკა ,, ჰელსიკორი”, პროფესორი ჰენინგ დრალე და ქართველ ექიმთა გუნდი: რატი ქურდაძე,ნინო ტაბიძე, ოთო ფილიშვილი...დგანან ერთ გუნდად შეკრულნი, რათა სიცოცხლის ხალისი დაუბრუნონ პაციენტებს და უსაზღვრო სიხარული მიანიჭონ მათ ახლობლებს!

მეამაყებით და მიყვარხართ კოლეგებო!“ - წერს მარინა ლაგვილავა.

 

 

big_banner
არქივი