logo_geo
სანდრო ბრეგაძე: იმედია, ახლა მაინც დაფიქრდებიან „რუსთავი 2“-ის მესვეურები...
- +

11 ოქტომბერი. 2018. 14:11

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ქართული მარში“ მზადაა, სამართლებრივად და ფიზიკურადაც დაიცვას „რუსთავი 2“-ის ჩვენი თანამემამულე ჟურნალისტები, რომლებიც ე.წ. ჩინელი ინვესტორების მიერ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ამის პატიება არ შეიძლება!

 

მიუხედავად „ქართული მარშის“ და „რუსთავი 2“-ის დაძაბული ურთიერთობისა, ჩვენ ვერავის მივცემთ უფლებას, ფიზიკურად შეურაცხყონ ჩვენი თანამემამულეები. ვერსად სხვაგან და განსაკუთრებით, ქართულ მიწაზე ვერცერთი უცხოელი ვერ უნდა ბედავდეს ასეთ ძალადობას. ამავე დროს ჩინელი კრიმინალების მიერ ჟურნალისტების ცემის ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს „ქართული მარშის“ პოზიციის სისწორეს, რომ უცხოელი მუშახელის, არალეგალების მოზღვავება წარმოშობს დიდ კრიმინალურ პრობლემებს, ხოლო ისინი, ვინც ამ კრიმინალებს იცავდა, თავად გახდა მათი მსხვერპლი.

 

იმედია, ახლა მაინც დაფიქრდებიან „რუსთავი 2“-ის მესვეურები, რომ უკონტროლო მიგრაცია დამღუპველია ქვეყნისთვის!!!

 

P.S. წინასწარ ვიცი, ნიკა გვარამია გამოვა და იტყვის, ფაშისტების დახმარება არ გვჭირდებაო, რადგან მის მაგვარებს ურჩევნიათ, სცემონ, გააუპატიურონ, შეურაცხყონ იმის სანაცვლოდ, რომ ფული მიიღონ. თუმცა, ჩვენი დახმარება სრულიად გულწრფელია!!!“ - წერს ბრეგაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი