logo_geo
მარიამ ჯაში: ფრანკფურტში განსაკუთრებით გამორჩეული იყო აკა მორჩილაძის სიტყვა!
- +

12 ოქტომბერი. 2018. 03:55

 

დეპუტატი მარიამ ჯაში სოციალურ ქსელში წერს:

 

„არაერთი მიზეზის გამო ვერ დავესწარი ფრანკფურტში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას, სადაც ჩვენი კულტურის ნამდვილი დღესასწაულია.

 

მაგრამ, როგორც ველოდით, საქართველოს ბრწყინვალედ წარმოადგენენ ჩვენი ცოცხალი კლასიკოსები თუ ახალბედა მწერლები, მუსიკოსები, მსახიობები, მხატვრები და ნოვატორები... ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი ელჩები.

 

თითოეული ხელოვანის წინაშე, ვინც დღეს საქართველოს წარადგენთ ფრანკფურტში, ქედს ვიხრი და მადლობას მოგახსენებთ, რომ თქვენი ნიჭით და შრომით აგრძელებთ საქართველოს უმდიდრესი კულტურის ტრადიციებს და ჩვენ - თქვენს თანამედროვეებს გვანებივრებთ ცოცხალი ქართული გენიით.

 

გერმანიიდან ყოველ წუთს ვიღებთ სიახლეებს არაჩვეულებრივ გამოსვლებსა თუ პერფორმანებზე, რამაც შეუძლებელია ემოციის გარეშე დაგტოვოს.

 

და დამეთანხმებით, რომ ფრანკფურტში განსაკუთრებით გამორჩეული იყო აკა მორჩილაძის სიტყვა, რომელსაც ათასობით გამზიარებელთან ერთად მეც კიდევ ერთხელ მოგიყვებით...“ - წერს ჯაში.

big_banner
არქივი