logo_geo
ირაკლი შონია: ჯოჰარ დუდაევის სახელობის ქუჩა რიგაში...
- +

12 ოქტომბერი. 2018. 13:31

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს:

 

„ჯოჰარ დუდაევის სახელობის ქუჩა რიგაში. ბალტიისპირეთთან ჯოჰარს და მის მეუღლეს ალას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ... (ქ-ნი ალა დღესაც ხშირი სტუმარია ამ ქვეყნის).... 9 აპრილის ტრაგედიის შემდგომ ყველაზე დიდი მანიფესტაციები და სამგლოვიარო მიტინგები, ქართველთა თანადგომის ჩატარდა რიგაში და ვილნიუსში, სადაც ათასობით ადამიანი სკანდირებდა „გრუზიას!“... ეს ვიდეოფირი ახლაც შენახული მაქვს... ოთხმოცდაათიან წლებში მსოფლიო გადანაწილების ახალ არეალში ბალტიისპირეთის ქვეყნები „გაძვრნენ“ დასავლეთისკენ, საბჭოთა მონსტრმა „გაუშვა“, მაგრამ კავკასია კვლავ იმპერიის მარწუხებში დარჩა და ამის ტრაგიკული მაგალითია საქართველოში იარაღის ძალით განდევნილი ეროვნული ხელისუფლება და მსოფლიო ისტორიაში ყველაზე შემზარავი ომი, დამოუკიდებელი რესპუბლიკა იჩქერიის წინააღმდეგ, კვლავ კავკასიის ოკუპაცია და დამოუკიდებელი ქვეყნების პრეზიდენტების სასიკვდილო განაჩენი!“ - წერს შონია.

 

 

big_banner
არქივი