logo_geo
„ქართველი ბრბო - რომელიც ყოველგვარი კარგის გაკეთების სურვილს დაგაკარგინებს...“
- +

13 იანვარი. 2017. 20:30


 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„მერამდენედ ვაკვირდები, გვარ-სახელს არ დავწერ ახლა: როგორ ესხმის თავს ხალხი სიკეთის მკეთებელს პირველივე შესაძლებლობისთანავე. ამას აკეთებს სწორედ ის ინერტული უმრავლესობა, რომელსაც საკუთარი ოჯახის წევრების გარდა არავისთვის არაფერი გაუკეთებია, მათთვისაც თუ გაუკეთებია საერთოდ...

 

თითქოს საკუთარ უუნარობას,უქნარობას აგინებენო... ანთხევენ ბოღმას, სიძულვილს თუნდაც სრულიად უმცირესი მიზეზის გამო... ამ ბალღამის ნთხევით თვრებიან, ივიწყებენ, იხშობენ თავში მას, რის დანახვაც ასე არ უნდათ - ნაცვლად იმისა, რომ თავად შეიცვალონ. მაგრამ რა ცვლილება? ესენი ხომ შეუცდომლები არიან ოდითგან!

 

აგინებენ, ლანძღავენ ადამიანს პოპულარობისთვის, სიკეთისთვის, პატივისცემისთვის - აქაოდა, რით დაიმსახურაო... გეცადათ თქვენც, ეგებ გამოგსვლოდათ? ან ამ პატივისცემის და პოპულარობის უკან რამდენი წვალება და მსხვეღპლი დგას, ფიქრობს ვინმე?

 

ქართველი ბრბო - რომელიც ყოველგვარი კარგის გაკეთების სურვილს დაგაკარგინებს... თუნდა პეტრე მოციქული იყავი", - წერს გამსახურდია. 


 

 

 

big_banner
არქივი