logo_geo
მანჩო გიორგობიანი: ცხოველებს დავემსგავსეთ, რა მაგალითს ვაძლევთ ახალგაზრდობას?! …
- +

13 ოქტომბერი. 2018. 23:50

 

 

მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თალაკვაძემ დაამუნათა, მაგრამ „მაგნები“ კამეჩის ტყავით არიან... როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს კატასტროფული მდგომარეობა? ხომ ატყობთ, რომ სრულიად შევიშალეთ ამ ისტერიის მაყურებელნი?! „როცა მესამე სექტორს არ აქვს ბალანსი, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას არ აქვს მესამე სექტორი. ბევრი პოლიტიკური განცხადება არასამთავრო ორგანიზაციებიდან დღეს არ არის დაბალანსებული. არჩევნების დროს ასეთი პროპაგანდა არის ეროვნული სკანდალი“, - წერს ევროპის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დევიდ ლი, რომელიც მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიერ სალომე ზურაბიშვილზე გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და facebook-გვერდზე დაწერა, რომ ნიკა გვარამია სიძულვილის ენას იყენებს და ტყუის, როდესაც სალომე ზურაბიშვილს რუსეთის აგენტს უწოდებს“.

 

საერთოდ, ევროპის რომელიმე ავტორიტეტული მედიამონიტორინგის ჯგუფი უნდა მოიწვიოს სახელმწიფომ, რადგან, რაც ახლა ხდება საინფორმაციო სივრცეში – აღვირახსნილი ლანძღვა-გინება, დაუმსახურებელი შეურაცხყოფები, ცილისწამება და ა.შ… რასაც ისევ და ისევ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივყავართ და არა კონსენსუსამდე, იქნებ რამეზე შევთანხმდეთ რესპონდენტები და მედიის წარმომადგენლები? ნაწილობრივ მაინც, თუნდაც ელემენტარულ საკითხებში, იქნებ ჩამოვყალიბდეთ რამე აზრიანზე, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ცხოველებს დავემსგავსეთ, რა მაგალითს ვაძლევთ ახალგაზრდობას?! …

 

აუცილებლად მისაღებია ზომები, მათ შორის, თუნდაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშია გასაწერი ყველაფერი, რაც ადამიანის ღირსებისა და პატივის შელახვას, ცილისწამებას ეხება… წესით, მორალი უნდა არეგულირებდეს, მაგრამ აშკარად უკიდურესი დეფიციტი გაჩნდა ამ საკითხში, მით უმეტეს მიჰას პერიოდში „განსწავლულ“ თაობაში, რომლებსაც უფროსებიც არ ვაკლებთ და ამიტომ დასჯადი უნდა გახდეს...“ - წერს მანჩო გიორგობიანი.

 

 

big_banner
არქივი