logo_geo
ირაკლი შონია: შეუძლებელია ამ ფოტოს შეხედოს ადამიანმა და მოთქმით არ იტიროს...
- +

14 ოქტომბერი. 2018. 04:16

 

 

„შეუძლებელია ამ ფოტოს შეხედოს ადამიანმა, ვინც იმ ქარიშხლიან წლებში იდგა საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და მოთქმით არ იტიროს...“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი შონია წერს და შემდეგი სახის პოსტსა და ფოტოს აქვეყნებს:

 

„როგორ ჰგავდა წმინდა ილია მართლის საფლავზე მგლოვიარე ქართლის დედას, თითქოს ილიას საფლავზე ქვად ქცეული ქანდაკება გაცოცხლებულა... ეს ფოტო თავად მგლოვიარე საქართველოა! (ფოტო გადაღებულია ჩემი მეგობრის ცირა ელისაშვილის მიერ)... მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მერაბის საფლავზე აღარ დაგვხვდება ღრმა შავებში ჩაცმული ოლღა დემურია-კოსტავა... ფოტოზე მოსჩანს შინდისფერი ეროვნული დროშაც, რომელიც ეროვნულ გმირებთან ერთად ღრმა სახსოვარი დარჩა, ისტორიულ წლებთან ერთად...“ - წერს ირაკლი შონია.

 

 

 

 

big_banner
არქივი