logo_geo
ნინო ჯღარკავა ნიკა გვარამიას: ვინც შენ იურისტობა დაგაბრალა ვაი, მის ტვინს
- +

15 ოქტომბერი. 2018. 17:36

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვისაც მართლა ჰგონია, რომ ვიღაც სუბელიანს მართლა 50-კაციანი ბანდები ჰყავდა, ვაი მაგათ პატრონს... უდესიანის და ბასიშვილის ბანდებს მოკითხვა... ვის დაკარგვია სუბელიანი ან ვის დაეკარგა, ისევ „ნაცებს“, მაგრამ რაღაც ვერ მართეს ბოლოს, მძაფრსიუჟეტიანი არ გამოვიდა... ჰო, ისიც მაგარი იყო, ყოფილმა პროკურორმა გვარამია ნიუკუტიამ რომ ბრძანა, ვანო ნაკაიძემ 5 მილიონი გადაუხადა თბილისის პროკურორს დისშვილის საქმეზეო... ჰო, 5 მილიონი გადაიხადა ივანე ნაკაიძემ, მისი დისშვილი რომ 8-წლიან „სროკზე“ წასულიყოო ხორავას ქუჩის საქმეზე... ვინც შენ იურისტობა დაგაბრალა, ვაი მის ტვინს და ვინც შენ კაცად აღგიქვა საერთოდ“, - წერს ჯღარკავა.

 

 

 

big_banner
არქივი