logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე „ნაციონალებს“: ყირაზე რომ დადგეთ, მაინც ვერ დაბრუნდებით!
- +

15 ოქტომბერი. 2018. 17:57

 

 

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩანაწერებით „ნაცები“ და ნაცმედია გვიმტკიცებს, რომ თურმე არ მოუკლავთ თეთრაძე, შავაძე, ცინდელიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე. ფრთიანი ანგელოზები ყოფილან მეგის ქარდავა და ახალაიები. დადგმული ყოფილა დაბმული კაცის გაუპატიურება და ციხის საშინელებები.

 

ბოლოს იმასაც კი გვეტყვიან, 2003-2012 წლებში სააკაშვილი და „ნაცები“ არ იყვნენ ხელისუფლებაშიო. ყირაზე რომ დადგეთ და არდაუსრულებელი გახადოთ თქვენი სერიალი „სანტა- ბარბარა“, მაინც ვერ დაბრუნდებით!“ - წერს მჟავანაძე.

 

 

big_banner
არქივი