logo_geo
დიტო სამხარაძე: ვალდებული ვარ, არ დავუშვა „ნაცების“ მიერ კიდევ ერთხელ საქართველოსთვის ღირსების წართმევა!
- +

15 ოქტომბერი. 2018. 18:44

 

„ქართული ოცნების“ წევრი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„განცხადება:

 

მე, დიტო სამხარაძე, ვალდებული ვარ, მთელი ჩემი რესურსით არ დავუშვა ენმ-ს მობრუნება ხელისუფლებაში! ვალდებული ვარ, არ დავუშვა „ნაცების“ მიერ კიდევ ერთხელ საქართველოსთვის ღირსების წართმევა! ვალდებული ვარ, არ დავუშვა კიდევ ერთხელ „ნაცების“ მიერ უსაფუძვლოდ ციხეებში გამოკეტილი ათიათასობით პატიმარი! ვალდებული ვარ, კიდევ ერთხელ არ დავუშვა „ნაცების“ მიერ მოქალაქეების არაადამიანური წამება! ვალდებული ვარ, არ დავუშვა „ნაცების“ ზონდერ ჯგუფის მიერ ხელ-ფეხშეკრული მამის თვალწინ არასრულწლოვანი ქალიშვილის გაუპატიურების ინსცენირება, აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად! ვალდებული ვარ, არ დავუშვა „ნაცების“ ზონდერების მიერ კიდევ ერთხელ ასობით ახალგაზრდის დემონსტრაციული ლიკვიდაცია! ვალდებული ვარ, არ დავუშვა „ნაცების“ დანერგილი ტოტალური შიში მეორედ! ვალდებული ვარ, არ დავუშვა ბოზობის ინსტიტუტის ამოქმედება მეორედ! ვალდებული ვარ, არ დავუშვა „ნაცების“ მიერ მამის, დედის, შვილის, ძმის, დის, შვილიშვილის დაუცველობის სინდრომი მეორედ! ვალდებული ვარ, არ დავუშვა „ნაცების“ მიერ ტოტალური კონტროლი! ვერ დავუშვებ „ნაცების“ მიერ ეკლესიის „დავერბოვკების“ მცდელობას მეორედ!

 

მე, დიტო სამხარაძე, ვალდებული ვარ, დავიცვა საქართველოს ღირსება!

 

ეს რეალობაა და ვერ იქნება საპირწონე ვინმეს ქართულის არცოდნა!“ - წერს სამხარაძე.

 

 

 

big_banner
არქივი