logo_geo
ნუკა არველაძე: არ მივცეთ „ნაცებს“ საშუალება დაგვცინონ, ხელისუფლებამ კი დააფასოს - სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი!
- +

15 ოქტომბერი. 2018. 22:17

 

 

ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნაცები“ რამდენი ხართ გნახეთ უკვე! როგორები ხართ ესეც ვიცით. იმდენად გაკოტრდით რომ თქვენი ლიდერები და სპიკერები პელენწუკა დედაკაცებიღა დარჩნენ!

აღარ გენდობიან და მხოლოდ ვირტუალური ლანძღვით ქაჩავთ კარგად! ქეჩოდათრეულები ასე ხართ ახლა!

მთელი 6 წელი ძალიან ბევრი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და მოქალაქე, რომელმაც 2012 ში გაგაძევათ დიდი მოთმინებით უყურებდა ეს 6 წელი როგორ იმხობთ და ვერ დაიმხეთ ქვეყანა თავზე.

ამ 6 წლის მანძილზე სწორედ ადამიანების ის დიდი რაოდენობა ვიზეც გათვლა გქონდათ დღემდე რჩება 2012 არჩევანის ერთგული და არის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში! რადგან თქვენს მიერ დახლართული ინტრიგების წყალობით და თქვენი სპექტაკლების წყალობით.

სწორედ მავანმა, მერკანტილური ინტერესებით შეპყრობილმა ადამიანებმა ისარგებლეს, ადამიანებმა ვინც თქვენ გაგაფეტიშათ და ვინც გაგაბლატავათ. ადამიანებმა ვინც ქართულ ოცნებას შეკედლებულმა ისარგებლა ბიძინა ივანიშვილის სახელით და ადამიანების ნდობით. ბიძინა ივანიშვილის სახელთან ასოცირებულ არაერთ უმსგავსო ადამიანის გვარებს ვიგებთ, ბრტყელბრტყელი სიტყვებით აღარ ბრუვდება აღარავინ!

2012 წლიდან 2013 წლამდე სააკაშვილის მყარად იჯდა პრეზიდენტის სავარძელში - კოალიციური „ქართული ოცნების“ გაცხადებული კოჰაბიტაციის წყალობით არხეინადაც.

2012-2016 წლამდე კოალიციურმა მთავრობამ და პარლამენტმაც თავისი საშინელი შედეგი დადო. კოალიციაში შემავალმა სუბიექტებმა ჩათვალეს რომ სწორედ მათი და მხოლოდ მათი დამსახურება იყო 2012 და არჩევნებმა ანახა შედეგი და არა მარტო მათ.

2016 წლის არჩევნები იმედი იყო, იმედი რომ დალაგდებოდა ის რაც მანამდე მავანმა არია, მაგრამ მოხდა უარესი. უარესი იმ თვალსაზრისით, რომ ახლად არჩეულმა და უმრავლესობით მოსულმა პორტირებულებით სავსე ოცნებამ, (დააკომპლექტა კვირიკაშვილმა და ალავიძემ და გაანაწილა საპატლამენტო თანამდებობები) დაიჯერა რომ მისი დამსახურება იყო და ისევ გამორჩათ მთავარი. ივანიშვილის ავტორიტეტი.

„ნაცები“, „ევრონაცები“, პატრიოტები და ისევ მრავალფეროვანი და „ნაცების“ ირიბი მომხრე პორტირებულები (ყველაზე ვერ ვიტყვი. ერთი ორი გამონაკლისი არის) მივიღეთ ასეთი მოცემულობა.

....თუმცა იყო იმედი რომ „ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკა შესრულდებოდა და ადამიანი იქნებოდა მთავარი ფასეულობა.

და ისევ, საზოგადოების ნდობა ივანიშვილის მიმართ, აქტიურდ და კარგად გამოიყენა უკვე კვირიკაშვილი ალავიძე ქუმსიშვილის კამანდამ, პიარი თემა გააქტიურეს „ნაცების“ ყოფილი პიარსიტების დასაქმებით, ასევე კულტურის სფეროში აღებული მონოპოლიური გადაწყვეტილებებით!

მივიღეთ ის რაც მივიღეთ, ლუსტრაცია ყველა იმ ადამიანის ვინც ისარგებლა როგორც საზოგადოების ნდობით ასევე ივანიშვილის სახელით და ავტორიტეტით!!!

აყირავება დაიწყო მას მერე რაც ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და ჯერჯერობით გრძელდება!

ეს ძალიან მოკლე და ზერელე აღწერაა. ეს ის რეალობაა მოკლედ აღწერილი რომელიც არ მომწონს და არ ვიღებ. და მეც ისევე როგორც თქვენ ველოდები „ქართული ოცნების“ რეალურ ნაბიჯებს არა მარტო პოლიტიკურ ორბიტაზე არამედ ეკონომიკური პოლიტიკის სწორად წარმართვასაც!

შეიძლება ვიღაცა დამეთანხმო, შეიძლება არა, შეიძლება კიდე საერთოდ ძალიან გაბრაზებული ხარ და გულნატკენი როგორც მე.

მაგრამ მოდით ვიყოთ რეალისტები და მოვითხოვოთ ის რასაც ვიმსახურებთ. პირველ რიგში საკუთარ თავს და მერე ქვეყანას ვუერთგულოთ.

არ მივცეთ „ნაცებს“ საშუალება დაგვცინონ, ხელისუფლებამ კი დააფასოს ისეთი ხალხი როგორიც ჩვენ ვართ - სახელმწიფოებრივად მოაზროვნე!!“ - წერს ნუკა არველაძე.

 

 

big_banner
არქივი