logo_geo
ნათია ნოდია: როგორ არ მინდა, ეს სიტყვები ჩემს ქვეყანაში მესმოდეს!..
- +

17 ოქტომბერი. 2018. 15:58

 

„ჯიგაროებო“... თქვენი დრო დათვლილია!“ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნათია ნოდია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმის გახსნა.

 

ნათია ნოდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვინა, ბიჭო, ტო....ჩვენ ვართ, ძმაო, სახელმწიფო, პროკურატურა და „ვაფშე“ ყველაფერიო... -ამონარიდი ერთ-ერთი ე.წ. ჩანაწერიდან.

 

როგორ არ მინდა, ეს სიტყვები ჩემს ქვეყანაში მესმოდეს.

 

და ვინ ვართ ჩვენ, ბოლოსდაბოლოს? ხალხი, ვინც ვითმენთ, ამდენ უსამართლობას, თავხედობას...

 

ვინ ვართ და ის, ვისზეც თქვა ილიამ, მარად მთმენი ვით ჯორცხენიო. ევროპელები? არა, არ ვართ... ნეპოტიზმი ევროპაშიც არისო, გამიგია. დემაგოგიაა ეს და ზოგადად, ბევრი რამაა დემაგოგია: უფროსია და მოუთმინე. რომ გაგიშვას, სად წახვალ? ამ დამოკიდებულებით, თვითონვე ვაძლიერებთ მანკიერ სისტემას. სისტემას, სადაც არავის სჭირდები, თუ მათნაირი „მაგარო“ არ ხარ.

 

რას ნიშნავს იყო მათნაირი:

 

  1. დადიოდე ძვირადღირებული მანქანით.

 

  1. ზურგს (ამჯერად, კულტურად ვიტყვი) გიმაგრებდეს ვინმე „ჩვენ ვართ, ძმაო, სახელმწიფო“ - ტიპი.

 

  1. შერჩევით „ლაიქებს“ სვამდე ვირტუალში. როცა რეალურად, თუ სტაბილური ბედნიერება გინდა, უნდა იფიქრო სხვებზეც. კერძოდ, შენს გარემოცვაზე, რაც უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, შენს სამშობლოზე(ც).

 

ბუმერანგის პრინციპზეც უნდა გაანძრიო ეგ თვითმკმაყოფილების ხიბლში  ჩავარდნილი ტვინი. თორემ, ერთ დღეს გეტყვიან, შენ აღარ ხარ ის, ვინც გეგონა, რომ იყავი. შენ, მოიმკე ის, რაც დათესე. და ერთ-ერთ კეისრად მიჩნეულ ტიპს გაოცებული შეეკითხები (ან, იქნებ შეეხვეწები) შენც, ამიგო, შენც „მიპოდლე“.

 

და რამდენი წელი  დარჩა ამ სამართლიანობის აღდგენამდე? აი, ეგ არის, რომ პასუხი არავის აქვს. უბრალოდ, ერთ შენთვის საბედისწერო და სხვა მრავალისთვის ბედნიერ დღეს გეტყვიან, მდინარის პირას ლოდინმა შედეგი გამოიღო და „სამწუხაროდ“ ახლა შენ ხარ ჩვენი არასახელმწიფო, არამედ ნადავლი. ჩვენ ეს შევძელით. მოგიშორეთ, მოგიკვეთეთ და ახლა, ნამდვილად კარგად ვიქნებით ერთად, ღირსებადაბრუნებულნი და შენგან გათავისუფლებულნიო.

 

ოღონდ, როდის და როდემდე?“ - წერს ნათია ნოდია.

 

 

big_banner
არქივი