logo_geo
შაკო კუჭაშვილი: დიახ, მე შევღებე „ნაც.მოძრაობის” ოფისი და იგივეს გავაგრძელებ!
- +

17 ოქტომბერი. 2018. 23:45

 

 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ქუჩის სათვალთვალო კამერაზე აღბეჭდილი კადრები, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე ახალგაზრდა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს და პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პლაკატებს საღებავებს ასხამს და აზიანებს.

 

სამოქალაქო აქტივისტმა შაკო კუჭაშვილმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ კადრებზე აღბეჭდილი ერთ-ერთი ახალგაზრდა თავად არის. ამის შესახებ კუჭაშვილმა facebook-ის პირად გვერდზე დაწერა და ამასთან, პირობა დადო, რომ ამ საქმიანობას  კვლავ გააგრძელებს:

 

„სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები ჩემი მონაწილეობით, სადაც „ნაც.მოძრაობის” ოფისს ვაფერადებ შესაბამისი სიმბოლიკით ჩემი ინიციატივით. არ მჩვევია ქათამივით უკან დახევა.

 

დიახ, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობა“!

 

დიახ, მე და ჩემი თანამოაზრეები გამოვიყენებთ ყველა ხერხს, ქვეყანაში ფაშისტური განწყობილების აღმოსაფხვრელად!

 

გრიგოლ ვაშაძე მუშაობდა სსრკ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში და ბირთული განიარაღების დეპარტამენტში, ამიტომ ის ჩვეულებვრივი კა- გე -ბეშნიკია და მისი პრეზიდენტობა ნიშნავს ქვეყნის რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე გადასვლას, რაც პროგრესული თაობისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი.

 

გირგოლ ვაშაძეს სურს ეს ქვეყანა გადააქციოს ერთ დიდ “შტაბკვარწირად”, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები, არ არსებობს პლურალიზმი და აწამებენ ადამიანებს, რასაც მე პირადად არასოდეს შევეგუები!

 

გამოვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა რესურს ვებრძოლო გრიგოლ ვაშაძეს, როგორც მოღალატე კა-გე-ბეშნიკს.

 

თუ ჩემი ქმედებები არ შეესაბამება კანონს, მზად ვარ პასუხი ვაგო, მაგრამ მჯერა, ვაკეთებ საქმეს, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებისთვის.

 

ნიკა გვარამია დამიმახსოვრე „შე ფაშისტო”, ეს იყო პასუხი!” – წერს შაკო კუჭაშვილი და ურთავს შესაბამის ვიდეოს.

 

 

 

 

big_banner
არქივი