logo_geo
მირიან ყარაულაშვილი: თუ არ შეუფარდონ ე.წ. სამოხელეო დანაშაულის მუხლი - აგერ მე და აგერ 28 ოქტომბერი!
- +

18 ოქტომბერი. 2018. 14:37

 

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმის გახსნას ეხმიანება:

 

„...როგორც მთავარი პროკურატურა გვაუწყებს, იმ ქილერების თათბირები და მოლაპარაკებები პატარკაციშვილის დასაბრედად 2007 წლის თებერვალში მიმდინარეობდა... ნებისმიერი, სულ ოდნავ მაინც სახელმწიფო სტრუქტურებში ჩახედული ადამიანი დამემოწმება, რომ შსს-ს თუ უშიშროების სისტემის ვერც ერთი თანამშრომელი, მინისტრის ჩათვლით, ვერ გაბედავს მსგავს საკითხზე არათუ თათბირობას, არამედ ფიქრსაც კი, თუ საქმის კურსში არაა და თანხმობა არა აქვს მიღებული მთავარი, ანუ გენერალური პროკურორის ან მისი კურატორი მოადგილისგან!

 

ჰოდა, როგორც „მემატიანე“ ვიკიპედია იუწყება (უფრო დაზუსტებაც შეიძლება!) 2007 წელს გენერალური პროკურორის მოადგილე ს/ს ხაზით, ხოლო 2008 - 2009 წლებში იუსტიციის მინისტრი-გენერალური პროკურორი გახლდათ დღევანდელი ქათამი და შეთავსებით „რ2“-ის „ღენერალი“ ნიკა გვარამია!

 

ჰოდა, იმ მამლის ყივილისა არ იყოს - მე მითქვამს და თუ ამ მართლა ქათამს არ შეუფარდონ ე.წ. „სამოხელეო დანაშაულის“ მუხლი (მინიმუმ თანამდებობრივი გულგრილობა და ნომინალურად- თანამდებობის ბოროტად გამოყენება) - აგერ მე და აგერ 28 ოქტომბერი!“ - წერს მირიან ყარაულაშვილი.

 

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90_%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90 

 

 

big_banner
არქივი