logo_geo
ლია ტოკლიკიშვილი: მოვალე ვიყავი, რომ დღეს ეს აუცილებლად დამეწერა...
- +

19 ოქტომბერი. 2018. 00:55

 

 

ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„პირადად ჩემთვის სალომე ზურაბიშვილის ტესტი "გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ ხორავას ქუჩის საქმეზე ჩატარებული გამოძიება იყო. მან გაბედა და დადებითად შეაფასა ის ჟურნალისტური გამოძიება, რომელმაც არსებული რეალობის ბევრი მძიმე ხარვეზი გამოაჩინა; წარმატებული უწოდა იმ ფილმს, რომელიც ბევრ სახელმწიფო უწყებას დღემდე ყელში აქვს გაჩრილი. ჩემთვის ეს არის ღირებულებითი განსხვავებულობაც, დინების საწინააღმდეგოდ ცურვაც და ასე ხმის ჩახლეჩვამდე ნაძახები დასავლეთიც!

 

მოვალე ვიყავი, რომ დღეს, როცა მას ჰყავს მხოლოდ მომხრეები და მხოლოდ მოწინააღმდეგეები, მე ჩემი დისტანციიდან ეს აუცილებლად დამეწერა“, - წერს ტოკლიკიშვილი.

 

 

big_banner
არქივი