logo_geo
დარეჯან მეფარიშვილი: PR-ის მამამ აღიარებითი ჩვენება მისცა
- +

19 ოქტომბერი. 2018. 12:51

 

„საქართველოს არაკვალიფიციურო პროკურატურავ, მე რომ ვილაპარაკო ვინმესთან, როგორ უნდა მოვკლა ივანიშვილი, მთელი დეტალებით: გამოვრთოთ კამერა, მოვისყიდოთ მზარეული, ქრთამი მივცეთ დაცვის უფროსს, სააკაშვილიც საქმის კურსშია და ა.შ. – ეს დანაშაულის მომზადებაა? ადამიანების ერთმანეთში საუბარია მხოლოდ. ასევე სრული ბოდვაა, რაც პატარკაციშვილზე გამოგაქვთ ახლა. ესაა მხოლოდ აბდაუბდა საუბარი (რომლის ავთენტურობასაც კი ვერ ადასტურებთ), რომელსაც არათუ მკვლელობა არ მოჰყოლია, არამედ არც ერთი აქტიური ქმედების განხორციელებაც კი, რაც დანაშაულის მომზადების კვალიფიკაციისთვის აუცილებლად საჭიროა.

 

მუნდირის შემარცხვენელი პოლიტიზირებული ქაჯები ხართ!“ – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

 

გვარამიას განცხადებას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი ეხმიანება:

 

„არა, ბაბუს რომ არ დაეკითხა ბავშვი და ცხენით გაისეირნა, ბაბუს ცხენი მოპარული რომ ეგონა და პოლიციაში დარეკა – არიქა, მიშველეთო. პოლიციელები ჯერ კიდევ ბაბუსთან რომ იყვნენ, შვილიშვილმა ეზოში ცხენი რომ შემოაჭენა და ბაბუ - ცრუ განგაშისთვის (ცრუ დასმენა), შვილიშვილი კი ცხენის მოპარვისთვის დააკავეთ, აი, ეს იყო დანაშაული, ტერაქტიც იყო და სახელმწიფო გადატრიალებაც…

 

P.S. ისე, აღიარებითი ჩვენება მისცა PR-ის მამამ, ფაქტობრივად.

 

P.P. S. ჰოდა, კიდევ, ბოდვა ეს „ფილმია“ , შენ რომ 7 ნოემბერი გადაიღე, ის კლასიკა იყო“, – წერს მეფარიშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი