logo_geo
ირმა ინაშვილი: გაიტანეთ გრელანდია, სააკაშვილ- ბოკერიების სახით!
- +

21 ოქტომბერი. 2018. 02:55

 

 

„გაიტანეთ გრელანდია, სააკაშვილ- ბოკერიების სახით!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: 

 

„ისეთ პათოსში გვიწევს ახსნა-განმარტება... ერთმანეთის, თუ გარე საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ 2004-2012 წლების მმართველობა სრული ბოროტება იყო, იდგა ადამიანთა კვლაზე, წამებაზე, ქონების წართმევასა და უამრავ სხვა სისასტიკეზე, თითქოს, თქვე დალოცვილებო, ამ დროს სხვა ქვეყანაში ცხოვრობდით... ან თითქოს ეს 2004- 2012 წლები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეში იყო...

 

მე არც 2012- ში მჯეროდა, რომ „ნაცმოძრაობა“ იმ მოცულობით შევიდა პარლამენტში, რაც დაიწერა, არც 2014-ში, არც 2016- ში... არავითარი 450 000 ამომრჩეველი ბოროტების ამ ორ ყლორტს არ ჰყავს და „ოცნების“ ექსპერტ- ანალიტიკოსები ნუ ამკვიდრებთ ამ აბსურდულ თეორიას. 450 000 კაცი რომ სააკაშვილ- ბოკერიას მხარს უჭერდეს, ეს პოლიტიკური ჯგუფები დიდიხანია ამოაყირავებდნენ ქვეყანას.

 

„ნაცმოძრაობის“ ორივე შტო „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა, შეიწოვა, შეისისხლხორცა, როგორც საჭირო, სასარგებლო ოპონენტი. ეს მცდარი, დანაშაულებრივი პოლიტიკური თამაში იყო. ახლა ხალხი იმდენადაა გაწბილებული და შეურაცხყოფილი, რომ ბუნებრივად სვამს კითხვას: თქვე კაი ადამიანებო, თუ მათ პარტიებს კრიმინალურ პარტიებად მოიხსენიებთ, თუ მათ მმართველობას ფაშიზმსა და ნაციზმს ადარებთ, ამბობთ,- არ დასცალდათ, თორემ ქართულ ჰოლოკოსტს მოაწყობდნენო, რაღას ეთამაშებით ამ (მართლა) კრიმინალებსა და მანიაკებს?! საქმეებიც გამოძიებული გაქვთ, რასაც ვხედავთ და მტკიცებულებებიც არ გაკლიათ, როცა თქვენში პოლიტიკური ნება იღვიძებს, მაშინ ჟვანიას მკვლელობიდან დაწყებული კოდორის გაყიდვით გაგრძელებული, - ყველა ეს საქმე გამოიტანეთ და გაიტანეთ გრელანდია, სააკაშვილ- ბოკერიების სახით!

 

არ უნდა გვჭირდებოდეს დღეს იმისი მტკიცება, რა მანიაკალურ რეჟიმთან გვქონდა საქმე. რას ვამტკიცებთ, აზრობთ?! რომ ცემდნენ, არბევდნენ, აწამებდნენ, ართმევდნენ... ვითომ სხვა პლანეტიდან ჩამოვცვივდით. აღარაა იმისი დამტკიცება საჭირო, რაც უტყუარი ფაქტია, რომ ხდებოდა. თანაც, ვიმეორებ: ახლახანს მოხდა ეს ყველაფერი...

 

 

საჭიროა, დამნაშავეების გაწევა პოლიტიკური ველიდან და ამის შემდეგ, ნორმალური, მშვიდი, ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი ქვეყნის აშენება..." - წერს ინაშვილი.

 

 

big_banner
არქივი