logo_geo
მამა პეტრე: მარადიული „ვიზის“ გამწვანება ერთეულების ფიქრია...
- +

14 იანვარი. 2017. 21:16


 

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:


„ჩვენ ყველა ერთმანეთს ვაცილებთ, მაგრამ ისე ვიქცევით, თითქოს სამუდამოდ ვიყოთ მიწას მიმაგრებული.

ყველფერზე ვფიქრობთ, გარდა სიკვდილისა. სინამდვილეში, ის ჩვენზე რეალურია. წამიც და, ერთ დროს დახშული კარები ფართოდ იღება. იმ ოთახში თანაბრად შევხვდებით მდიდარს, ღარიბს, მორწმუნეს, ურწმუნოს, მრუშს, ლოთს, მტყუანს, მართალს, მაგრამ არც სხვისი ცოდვა მოგვეკითხება და არც სხვისი უცოდველობით ვცხონდებით... მხოლოდ ჩვენი ცხოვრების წესის გამო ვაგებთ პასუხს. არადა, რა ახლოს არის ეს დღე...

გული გვწყდება, ამერიკის ვიზის აღება გართულდა... მარადიული „ვიზის" გამწვანება ერთეულების ფიქრია..." - წერს მამა პეტრე.

 


 

big_banner
არქივი