logo_geo
დავით ოქიტაშვილი: აი ვინაა პრიმა!
- +

27 ოქტომბერი. 2018. 22:02

 

 

„აი ვინაა პრიმა“, - წერს სოციალურ ქსელში კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი და მარიინსკის თეატრის პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძის facebook-პოსტს აზიარებს:

 

„დღეს დავბრუნდი მონტე კარლოდან!

მიმაჩია, რომ ეს ჩემი ვალდებულებაა!

 

მიმაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაიმარჯვოს!

 

მყარად ვარ დარწმუნებული, რომ სიმართლეს, სამშობლოს სიყვარულს, პროდასავლურობას, ღირსებას ალტერნატივა არ აქვს!

 

კიდევ უფრო მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ყველაფერს ტყუილი, სიძულვილის ენა, ცილისწამება, ფსევდოპატრიოტიზმი, შეურაცხყოფა და მათზე დამყარებული კამპანია ვეღარასდროს დაამარცხებს!

 

ჩამოვედი იმიტომ, რომ მხარი სალომე ზურაბიშვილს დავუჭირო და ჩემი ხმაც არ დაიკარგოს!

 

მივალ და შემოვხაზავ 48-ს!“

 

 

big_banner
არქივი