logo_geo
ნინო ჯღარკავა: იმუშავეთ ვირებო და ჭამეთ ბრიგადირებო აღარ გამოვა!
- +

29 ოქტომბერი. 2018. 02:53

 

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს:

 

„მე თუ ვინმე შემეკითხება, სულ სახელებით და გვარებით ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს ვინ უნდა გააგდოს კინწისკვრით, როგორ უნდა გამოყაროს სულ ახლახანს აღზევებული ადეიშვილის და მერაბიშვილის კადრები ,როგორ უნდა მოიბრუნოს 2012 წლის ოცნების აქტივი! ცილისწამებისთვის რომ არავინ დაისაჯა და ამდენი ტალახი ავიტანეთ ბინძური ადამიანებისგან, ჩვენს ოჯახებზე იფიქრა ვინმემ? ახლა არის სერიოზული ცვლილებების დრო, ჩვენ ვიტანდით სხვები ჩვენს ხარჯზე სუქდებოდნენ, თან მიდიოდნენ და ხმებს ნაცებს აძლევდნენ, აღარ გამოვა ასე, მოჭერით ის მსხვილი ტოტი, სადაც წინა მთავრობის ხალხია მოზულუქებული, პატივი გვეცით ერთგულ ადამიანებს! იმუშავეთ ვირებო და ჭამეთ ბრიგადირებო აღარ გამოვა!“- წერს ჯღარკავა.

 

 

 

big_banner
არქივი