logo_geo
ირაკლი ნოზაძე: არ გაპატიებთ!..
- +

31 ოქტომბერი. 2018. 00:11

 

 

ჯგუფ „ქუჩის ბიჭები” სხვა მომღერლებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კამპანიაში მონაწილეობდა ასევე, მის წინასაარჩევნო კლიპში, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან კრიტიკა და ქილიკი მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით მომღერალი ირაკლი ნოზაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

 

„ვინც ჯგუფი “ქუჩის ბიჭები”-ს ცუდად მოხსენიებას ან დაკომენტარებას დააპირებს, გირჩევთ კარგად დაფიქრდეთ, თქვენ ცხოვრებას გადახედოთ, მერე პირი და აზროვნება რამდენჯერმე კარგად გამოირეცხეთ!

 

“ქუჩის ბიჭები” არ არის არც ჩემი, არც შენი და მითუმეტეს არც მიშიკოსი!

 

ჯგუფი “ქუჩის ბიჭები” არის ქართველი ხალხის, ემიგრანტების და თითოეული ოჯახის წევრის საყვარელი ჯგუფი!

 

25 წელია თქვენთვის, თქვენი სიყვარულით და საქართველოს სიყვარულით მოვდივართ! ყოველთვის ვიდექით ჩვენი მსმენელის და საზოგადოების გვერდით!

 

არ გაპატიებთ არავის და არც ხალხი გაპატიებთ მათი ჯგუფის შეურაცხყოფას!

 

ასე რომ არ ღირს ერთმანეთის წყენა და შეურაცხყოფა, პირიქით, რაც უფრო მოვეფერებით ერთმანეთს, მით უფრო ძლიერები და გამარჯვებულები ვიქნებით მუდამ!” – წერს ნოზაძე.

 

 

big_banner
არქივი