logo_geo
სოფია ხორგუანი: საინტერესო თამაშია „მაფიოზობანა”, მაგრამ მარტივი...
- +

31 ოქტომბერი. 2018. 22:27

 

 

იურისტი სოფია ხორგუანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არის ასეთი თამაში „მაფიოზობანა”, როცა მთავარი მაფიოზი შენ ხარ და გადარჩენა გინდა, სხვას უნდა დასწამო მთავარი მაფიოზობა. როცა ის ხელისუფალი ხარ, რომელიც საუკუნოვანი ოკუპანტის პროვოკაციას წამოეგები და ახალგორს, თამარაშენსა და კოდორის ხეობას ჩააბარებ, მშვიდობიან მოსახლეობას უპატრონოდ დაყრი, შენი მთავარსარდლები ჯარს მიატოვებენ და გადარჩენილებს დეზერტირებად გამოაცხადებენ, სხვათა დასაშინებლად მოღალატეებად შერაცხავ შენი ღალატის მოწმეებს და სასამართლოს გარეშე დახოცავ ჩეკისტივით, წაგებულ ომს იზეიმებ და ყველა საერთაშორისო არენაზე შენთვის ყველაზე წამგებიან დოკუმენტებს დაეთანხმები და ხელს მოაწერ, ომგამოვლილებისთვის განკუთვნილ ფულს ჩაიჯიბავ, ჩემს შემდეგ ქვა-ქვაზე არ დარჩენილა პოზიციით ყველა მთავარ მოკავშირეს დაკარგავ, ისღა დაგრჩენია, გამოცდილი ჩეკისტი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინო და შენს მოწინააღმდეგეს ეს ყველაფერი დააბრალო . საინტერესო თამაშია „მაფიოზობანა”, მაგრამ მარტივი“ ,- წერს ხორგუანი.

 

 

big_banner
არქივი