logo_geo
სანდრო ბრეგაძე: მინდა, ყველას მოგილოცოთ!
- +

2 ნოემბერი. 2018. 14:51

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალური ქსელის მეშვეობით მთავრობის გადაწყვეტილებას, მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის შესახებ, ეხმიანება:

 

„მინდა, ყველას მოგილოცოთ! შესანიშნავია, რომ ხალხის მოთხოვნა შესრულდა. „ქართულმა მარშმა“ შეასრულა მხოლოდ ქართველების მოთხოვნის სწორ დროს დაყენების ფუნქცია. კარგია, როდესაც ჩვენი მოთხოვნა ასე ოპერატიულად შესრულდა. ხუმრობით შეიძლება ითქვას, რომ მე-2 ტურმა გადაარჩინა საქართველო მარიხუანას პლანტაციებს.

 

კარგი იქნება, თუ „ქართული მარშის“ მე-2 მოთხოვნაც შესრულდება და ჩაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, რადგან სწორედ არჩევნები ააცილებს ქვეყანას „ნაცების“ რევანშს და დესტაბილიზაციას!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

big_banner
არქივი