logo_geo
შორენა სიხარულიძე: კიდევ ერთი პოზიტივი! გადასარევი ამბავი!
- +

2 ნოემბერი. 2018. 18:14

 

 

„კიდევ ერთი პოზიტივი! გადასარევი ამბავი! მიდით, ასე გააგრძელეთ! კიდევ ველოდები დღის ბოლომდე სასიხარულო ნაბიჯებს თქვენგან!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე წერს და შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა და სამშენებლო კომპანიებს გამოსაცხადებელი ტენდერები წინასწარ წარუდგინა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

 

ფონდი უახლოეს დღეებში ზუგდიდში და წყალტუბოში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს.

 

„ამ ეტაპზე, დაგეგმილი გვაქვს 9 კორპუსის მშენებლობა 780 დევნილი ოჯახისთვის. პროექტის ფარგლებში, ყველა ბინაში დამონტაჟდება წყლისა და გაზის გამათბობლები, მოეწყობა გარე ინფრასტრუქტურა, სკვერები, მოსასვენებელი ადგილები და ბავშვთა გასართობი მოედნები. ასევე, დაგეგმილია საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზების და ავტოსადგომების მოწყობა“, - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ.

 

ფონდში აცხადებენ, რომ უფრო ეფექტურობისთვის, დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ექნებათ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები.

 

 

big_banner
არქივი