logo_geo
დარეჯან მეფარიშვილი აბდალაძეს: ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ!
- +

3 ნოემბერი. 2018. 00:25

 

 

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„მას შეუძლია მთელი ღამე გაათენოს და დაელოდოს მზეს, სინათლეს, საჭირო სინათლეს, საჭიროზე მეტად საჭიროს და ისეთი ფოტო გადაიღოს, ჭიანჭველები "შემოგესიოს", სისხლი აგიდუღდეს მიწის სიყვარულით, მზის სიყვარულით, ქართველობით.

მას შეუძლია ფოტო გადაიღოს და გითხრას, ადამიანი, ხე თუ წყალი, მზე თუ მთვარე, ან ვარსკვლავები, ყვავილი, პეპლები თუ ჩიტები, რას გეუბნებიან, რაზე ფიქრობენ.

ის, ძალიან მაგარი ფოტოგრაფია, ძალიან! ძალიან! ძალიან!

ოსეთში რომ დააკავეს, ტერორისტი ხარო - ფოტოგრაფი ვარო, - ამაყად თქვა! სასტიკად სცემეს, მარცხენა ყურში აღარ ესმის - პისტოლეტი დაუცალეს ყურთან.

ის, ჩემი ყრუ, მაგრამ ყველაზე მაგარი ფოტოგრაფია!

ყველაზე მაგარი კაცი, ვისაც კი ვიცნობ!

გული, გული, გული, გული და გულიიიი , - აი, ვინაა ის!

აი, მეორედ რომ დააკავეს, ჯაშუში ხარო უთხრეს. ფოტოგრაფი ვარო, - უპასუხა და ფოტოგრაფი კი არა კაცი რომ იყო ეს დაამტკიცა - რეჟიმს ციხეში ომი გამოუცხადა! იშიმშილა, იბრძოლა, არ გაჩერდა...

დაუძახეს და უთხრეს, შენ ხელს არ გახლებთ და აი, გამოვიყვანთ შენს საკანს და ყველას დავ....ვთო.

გული ლამის გამისკდა, ჩემი გულისთვის ვინმე რომ... და

კაცურად დაიხია უკან.

საკანმა კი უთხრა, ამაზე უარესი რაღა უნდა დაგვმართოდაო...

საკანმა!

დღეს კი, ის ე.წ. ჟურნალისტები, ვინც გია აბდალაძის დაპატიმრება, "ალიას" ჟურნალისტების ქუჩაში გამოსვლიდან, მეოთხე დღეს "იგრძნეს", იმ ძალის სამსახურში დგანან, ვისაც "ებრძოდნენ", როცა გია აბდალაძის დაპატიმრებას "აპროტესტებდნენ"...

გიორგი აბდალაძე ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ შენ, განა ახლა, აი, იქიდან როცა გაგიცანი - გასული საუკუნის 90-იან წლებში.

უყურეთ ჩვენს ბებერ ლომს მაკა ცინცაძის გადაცემაში“, - წერს მეფარიშვილი.

 

 

big_banner
არქივი