logo_geo
ლიკა გამრეკელი: 7 ნოემბერს, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და ვუთხრათ სისხლიან რეჟიმს არა!
- +

5 ნოემბერი. 2018. 02:29

 

 

ლიკა გამრეკელი სოციალურ ქსელში წერს:

 

„მეგობრებო! მოგმართავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც 7 ნოემბერს ვიდექით პარლამენტის წინ, ვიდექით იქ სადაც წყდებოდა ჩვენი ქვეყნის ბედი და სადაც მშვიდობიან აქციის მონაწილეებს დაგვიპირისპირდა მთელი რეჟიმის მანქანა, დაგვიპირისპირდა სისხლიანი ხელებით!

მოგმართავთ ყველას, ვისაც 7 ნოემბერს წყლის ჭავლის და რკინის დუბინკების, რეზინის ტყვიების ქარცეცხლში მოგიწიათ გავლა, ყველას ვისაც შეგეხოთ 9 წლიანი დიქტატურა, ვის ოჯახშიც შეაღწია ძალადობამ და შიშმა, ვინც იცით როგორია როცა გიტაცებენ, გიჭერენ და ამას შენი ქვეყნის ხელისუფლება გიკეთებს, დედებს მოგმართავთ რომელთაც გეშინოდათ "ხვალინდელი" დღის გათენების და შვილის სახლიდან გასვლის, რადგაც არ იცოდით დაბრუნდებოდა თუ არა, ვისაც გტკივათ სანდრო, ბუტა, ზურა, გიორგი, ყველა ის ადამიანი ვინც რეჟიმმა ჩიტებივით დახოცა, მოგმართავთ მათაც, ვინც იცით რაც ხდებოდა არ შეგხებიათ და ხართ სოლიდარულები ყველა დაზარალებულის თუ დაჩაგრული ადამიანის.

ყველას! ყველას! ყველას!

მოგმართავთ თითოეულ ამ ქვეყნის მოქალაქეს, 7 ნოემბერს 3 საათზე, ვიკრიბებით რუსთაველის 34-თან, რათა კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ ის, რაც მაშინ დამართა მანიაკმა ხელისუფლებამ თავისივე მოქალაქეებს, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და ვუთხრათ სისხლიან რეჟიმს არა!“ - წერს გამრეკელი.

 

 

big_banner
არქივი