logo_geo
დემურ გიორხელიძე: წაგებამ ასე როგორ დაგანგრიათ და გაგათახსირათ?!
- +

15 იანვარი. 2017. 22:18


 

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„სასაცილო იცით რა არის?! ისეთი არარაობა, როგორც გუშინ ბატონი ობამა ჩანდა თავისი უაზრო სიტყვისას - ძნელი წარმოსადგენია! ეს რა იდიოტია! რა რუსეთი მართავს აშშ-ს?! წაგებამ ასე როგორ დაგანგრიათ და გაგათახსირათ?! რაც მე წავიკითხე "მსოფლიო დონის ექსპერტების" გამონათქვამები,  სადაზვერვო სამსახურის დასკვნები, ეს უკვე ან დიდი მარაზმია, ან პოლიტიკური დეგრადაცია პოლიტიკური ჯგუფებისა, რომლებიც ბოლო ოცი წელია მართავენ ამ უიშვიათეს ქვეყანას, ანდა... დასასრულის დასაწყისი!

 

ყველაზე საშინელი ის არის, რომ ამ ხალხს გონია, რომ პროფესიულად აფასებს რაიმეს! არადა, თვითკმაყოფილების მორევში ჭყუმპალაობენ! რას აფასებთ?! წაიკითხეთ თქვენი უაზრო ნაჯღაბნი, - ეს რა დონის სამარცხვინო დასკვნებია!!!

 

P.S. ოღონდ ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ბატონ ტრამპს ავნონ და ამისათვის საკუთარ ქვეყანასაც კი აკნინებენ... ამ ხალხს რა უნდა ხელისუფლებაში?!" ,- წერს გიორხელიძე. 


 

big_banner
არქივი