logo_geo
გელა ზედელაშვილი: რჩევა „ქართულ ოცნებას“
- +

5 ნოემბერი. 2018. 13:22

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალური ქსელის  მეშვეობით „ქართულ ოცნებას“ რჩევით მიმართავს:

 

„რჩევა „ქართულ ოცნებას“

 

გაიხსენეთ, რომ იწყება ციტრუსების სეზონი. ახლა ბევრი რამეა დამოკიდებული, როგორი მიდგომა გექნებათ გლეხებთან და ფერმერებთან. მაგალითად, აჭარაში არსებობს ასეთი პრობლემა - თუ ადრე კლიენტები გლეხებთან მიდიოდნენ და ადგილზე ევაჭრებოდნენ, ანუ გამყიდველს მაინც ჰქონდა რაღაც კოზირი, ახლა კლიენტები მიდიან მხოლოდ ბაზრებამდე - გლეხები გამოიტყუეს თავიანთ „მინდორზე“, სადაც იძულებულნი არიან, დათანხმდნენ ნებისმიერ შეთავაზებულ ფასებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უწევთ ციტრუსების უკან წაღება, რაც უფრო ძვირი უჯდებათ და თან უფუჭდებათ.

 

ადგილზე არის სხვა პრობლემებიც, შეისწავლეთ და მიხედეთ (სოფლის მეურნეობის სამინისტროვ). გოდრები არ გინდათ, აქვთ!“ - წერს ზედელაშვილი.

 

 

big_banner
არქივი