logo_geo
გია ნოდია: ვინც მიშას ერთგული რჩება, აპირებს თუ არა პარლამენტში მოღვაწეობას? თუ აპირებს, რატომ?
- +

15 იანვარი. 2017. 22:24


 

 

ექსპერტი გია ნოდია სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორ ჯგუფად გაყოფას ეხმაურება:

 

„რაც ვნახე დარჩენილი ნაცმოძრაობის ლიდერთა გამონათქვამები, ყველა ერთ თემაზეა: „ნახეთ რა ცოტანი არიან".

 

ამის ანალიზი ასე შეიძლება: აწუხებთ, რომ საპარლამენტო ფრაქციის უდიდესი ნაწილი იქითაა; სიტყვა „ცოტას" აკვიატებული განმეორება მიზანი ამ წუხილის გადაფარვაა.

 

პირველი და კონკრეტული შეკითხვა, რომელზეც აწ უკვე არაერთიან ნაციონალურ მოძრაობას მოუწევს პასუხი: ის რამდენიმე დეპუტატი, ვინც მიშას ერთგული რჩება, აპირებს თუ არა პარლამენტში მოღვაწეობას? თუ აპირებს, რატომ? - განხეთქილება ხომ პარლამენტში არშესვლის საკითხით დაიწყო?

 

ეს ამ განახლებული პარტიის პირველი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. კარგი, „ბალასტისგან განთავისუფლდნენ", მტვერი ჩამოიფერთხეს, მაგრამ აწი რას აპირებენ?" ,- წერს ნოდია.


 

big_banner
არქივი