logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: თუ გაქვთ ისეთი წიგნები, რომელიც ნერვებს გიშლით, დაგვირეკეთ ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ჩვენ წამოვიღებთ
- +

6 ნოემბერი. 2018. 17:26

 

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თუ სახლში ისეთი წიგნები გაქვთ, რომელიც ნერვებს გიშლით, გაზეთები, ჟურნალები, ფოტოები, ღია ბარათები, რომლებიც კარადის გამოღებისას არასასიამოვნოდ გებლანდებათ, დაგვირეკეთ ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ჩვენ წამოვიღებთ. მიეცით წიგნებს და ფოტოებს მეორე სიცოცხლე. 599-54-82-91“, - წერს თაქთაქიშვილი.

 

 

big_banner
არქივი