logo_geo
რუსუდან შარაძე: იქნებ თქვენც გაამდიდროთ ჩვენი ბიბლიოთეკების თაროები და ვისაც წიგნი ენატრება, მისცეთ ეს ბედნიერება...
- +

6 ნოემბერი. 2018. 18:13

 

 

აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გარდა მამაჩემის ბიბლიოთეკისა, რომლის შესახებ კარგად იცით, ჩემი პირადი წიგნებიც საჩუქრად გადავეცი ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომელმაც, თავის მხრივ, ბავშვთა სხვადასხვა დაწესებულებებში გადაანაწილა. გულს ვატანდი, ერთადერთი რამის გამო - ბევრს ზედ დედაჩემის და მამაჩემის ავტოგრაფი ჰქონდა... თუმცა, არასდროს ვინანებ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მაგალითი გადამდებია და წაიკითხეთ ლევან თაქთაქიშვილის სტატუსი, იქნებ თქვენც გაამდიდროთ ჩვენი ბიბლიოთეკების თაროები და ვისაც წიგნი ენატრება, მისცეთ ეს ბედნიერება“, - წერს შარაძე.

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თუ სახლში ისეთი წიგნები გაქვთ, რომელიც ნერვებს გიშლით, გაზეთები, ჟურნალები, ფოტოები, ღია ბარათები, რომლებიც კარადის გამოღებისას არასასიამოვნოდ გებლანდებათ, დაგვირეკეთ ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ჩვენ წამოვიღებთ. მიეცით წიგნებს და ფოტოებს მეორე სიცოცხლე. 599-54-82-91“, - წერს თაქთაქიშვილი.

 

 

big_banner
არქივი