logo_geo
მამა პეტრე კოლხი: წარმოდგენა არ გვაქვს, რა არის ნამდვილი ადამიანობა და ქრისტიანობა...
- +

8 ნოემბერი. 2018. 12:38

„რატომ არის ადვილი ადამიანის ლანძღვა უფრო, ვიდრე მასზე დადებითად საუბარი?!“ - ამის შესახებ მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.

 

„რატომ ვქოლავთ სხვას იმის გამო, რომ რაღაც საკითხებში არ ვეთანხმებით?! რატომ გვგონია, რომ წმინდანი ვართ და სხვა დანარჩენი წარწყმედილი?! რატომ ვუწოდებთ ჭკუამხიარულს იმას, ვინც საკუთარ ტკივილს ღიმილის ქვეშ მალავს?! რატომ ვერ ვიტანთ ბედნიერ, ლაღ, თავისუფალ ადამიანებს?! რატომ გვჯერა, რომ სარწმუნოების დაცვა არის სხვის ცხოვრებაში ხელების ფათური და მხილების სახელით აგრესიის გადმონთხევა?!

რატომ ვებრძვით ყველას, საკუთარი სისუსტეების გარდა?!

რატომ?! იმიტომ, რომ წარმოდგენა არ გვაქვს, რა არის ნამდვილი ადამიანობა და ქრისტიანობა...

ეს ყველაფერი კი, მხოლოდ კომპლექსების ბრალია!..“ - წერს მამა პეტრე კოლხი.

 

 

big_banner
არქივი