logo_geo
თამარ ჩუგოშვილი მიხეილ სააკაშვილზე: დაიწყო უკვე მუქარები...
- +

8 ნოემბერი. 2018. 14:51

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დაიწყო უკვე მუქარები...

 

დიახ, სამართლიანი არჩევნების ნორმალურად ჩატარება იყო შეუძლებელი. კარგად მახსოვს თქვენი გადაწერილი ოქმები, რომელსაც ზოგჯერ 100%-მდეც ვერ ამრგვალებდით და 102, 103% გეწერათ. 2012 წელს რაც მოხდა, ეგ თქვენი დამსახურება ნამდვილად არ არის. სპეცრაზმი გყავდათ მობილიზებული ყველა უბანზე და ხაშურში შევარდით კიდევაც. საბოლოო შედეგი თქვენი დამსახურება ნამდვილად არ ყოფილა და ვისიც იყო, ყველამ ვიცით.

 

რაც შეეხება „ვინმე ჩუგოშვილს“, ნამდვილად არ გეცოდინებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციები სულ არ გაინტერესებდათ და არასდროს მიგიქცევიათ ყურადღება, რას ამბობდნენ“, - წერს ჩუგოშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი