logo_geo
„ეს არის დანაშაული ერის წინაშე - ამაზე ხმა უნდა აიმაღლოს ყველა ქართველმა“
- +

12 ნოემბერი. 2018. 02:58

 

 

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი საგანგაშო ფაქტის შესახებ წერს, რომელიც ისტორიკოსმა ზეინაბ ბუაჩიძემ აღმოაჩინა:

 

"ისტორიკოსმა ზეინაბ ბუაჩიძემ საგანგაშო ფაქტი გამოავლინა - 2012 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ დაბეჭდილ „ქართლის ცხოვრებაში" (პირველი ტომი, მე-11 გვერდის ბოლოს წინააბზაცი) ჩამატებულია ფრაზა, რომლითაც გამოდის, რომ კავკასიელთა, თარგამოსის შთამომავალთა ენაყოფილა სომხური.

 

 

ჩამატებული წინადადება ასეთია - "და ამათ ყოველთა იყო ერთი ენაი - სომხური".

 

 

ზეინაბ ბუაჩიძე:

 

"სულაკაურის გამოცემა შევადარე 1955 წელს სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემას (პირველიტომის მეექვსე გვერდი). ვერც ამ და ვერც სხვა აკადემიურ გამოცემაში მსგავს ფრაზას ვერ ნახავათ. მეტსაცგეტყვთ - მეთერთმეტე საუკუნეში "ქართლის ცხოვრება" სომხურად ითარგმნა და მსგავს ფრაზას ვერც ამთარგმანში ნახავთ.

 

 

დილით სულაკაურის გამომცემლობაში დავრეკე, ჩემი ვინაობა ვუთხარი. პასუხად მომიგეს, 2012-შიგამოცემული „ქართლის ცხოვრების" რედაქტორი ჩვენთან აღარ მუშაობს; გავარკვევთ დადაგიკავშირდებითო, მაგრამ ჯერ არ დაურეკიათ. გაოგნებული ვარ. ეს არის დანაშაული ერის წინაშე. ამაზეხმა უნდა აიმაღლოს ყველა ქართველმა".

 

 

ბოლოთქმა ჟურნალისტებისთვის - ზეინაბ ბუაჩიძე ხარაგაულში, ლიტერატურულ კონკურს „ოდეონზე"გავიცანი. თუ მისი ტელეფონის ნომერი დაგჭირდებათ, პირად ფოსტაში მომწერეთ."- წერს მიქიაშვილი.

 

 

big_banner
არქივი