logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: იური ჩიქოვანი გარდაიცვალა...
- +

12 ნოემბერი. 2018. 22:23

 

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„მე ვერც წარმოვიდგენდი, თუ ამ ტექსტის აკრეფა მომიწევდა: გარდაიცვალა იური ჩიქოვანი, საქართველოს გენეალოგიური კვლევის ფუძემდებელი, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას: მესაძირკვლე მკვლევარი, ამ საქმეში მარტოდ მშრომელი, არაერთი გამოცემის ავტორი, ისტორიული გვარების გენეალოგიათა შემდგენელი , დიდი ქართველი, ყველანაირი იმ ტკივილებითა და შეურაცხყოფებით შემკობილი, როგორაც იყვნენ შემკულნი ილია, ექვთიმე, ივანე.... თუ ბატონი ლეო შერვაშიძის წასვლამ დახურა ერთი დიდი წიგნი ქართულ ჰერალდიკაში, ბატონი იურის გარდაცვალებამ დააობლა ქართული გენეალოგიის კვლევა. ნათელში იყავით ბატონო იური, დღეს მე უბედური ვარ“ - წერს ლევან თაქთაქიშვილი.

 

 

big_banner
არქივი