logo_geo
ზაზა სიამაშვილი: პირქვე დანარცხებული და უზნეობით დამტკბარი ერი ვართ!
- +

12 ნოემბერი. 2018. 23:15

 

 

ლექტორი ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„გაგრძელება!!!!!!!!!!!!!!!!!!!გ ა ა ზ ი ა რ ე თ რ ა ც შ ე ი ძ ლ ე ბ ა მ ე ტ მ ა, რ ო მ დ რ ო უ ლ ა დ მ ო ვ ი ც ი ლ ო თ ი ს ჩ ა ბ უ დ ე ბ უ ლ ი ჩ ი ნ ო ვ ნ ი კ ე ბ ი, რ ო მ ე ლ თ ა ყ ო ფ ნ ა ა ფ ე რ ხ ე ბ ს გ ა მ ა რ ჯ ვ ე ბ ა ს!!!!!!!!!!!!!! გუშინ განათლების და მეცნიერების სფეროზე თუ სფეროდან გასვლაზე მოგახსენებდით! განათლების მიმართ ასეთმა უდიერმა, უზნეო, უგულო და უტვინო დამოკიდებულებამ მოიტანა მეორე ტური და მოიყვანს იმ გაფხორილ სელაპს, რუსეთის მოქალაქედ და მენტალიტეტის მატარებელ-,,იზვოზჩიკად" რომ მოაქვს თავი! განათლება რომ ფეხებზე დაიკიდეთ, სხვა ანატომიურ ორგანოზე რომ აღარ ვთქვა არაფერი, აი, ზუსტად ამის შედეგია დღევანბდელი ჩვენი ყოფა და (უ)არ-ყოფა! ვინ დასვით, ვინ დაასკუპეთ ან პარლამენტში, ან სამინისტროებში ერთხელ თუ მოგიკითხავთ?! სანდრო გირგვლიანის, ჩემი სანდრიკას და იმ პერიოდში ჩახოცილ-წამებულთა სისხლზე და გვამზე რომ მოხვედით ეს ხომ ,,დაივიწყეთ"? მანახეთ დასჯილი! ერთი ენაბლუ მერაბიშვილი და დღემდე სისხლმოწყურებული ახალაია რომ გყავთ სასათბურე პირობებში, ამას დასჯად და თავისუფლების აღკვეთად მიიჩნევთ?! ნეტარ არიან.... ნეტარ არიან თქვენი მსგავსი ლიბერალები! ბევრი გარეთმყოფი არაა ისე დალხინებული, როგორც ეს ორი ,,პატიმარი"! ამიტომ: უღირსოების ქვეყნად, ნა-ქვეყნა-რად ვიქეცით,... ქვე-ყანა, - პირქვე დანარცხებული და უზნეობით დამტკბარი ერი ვართ! ექვთიმე თაყაიშვილი და კალისტრატე ცინცაძე რომ შვა, არ ვართ ის ერი! რუსთაველის და გალატიონის მუზა რომ იყო, არც ის ერი ვართ! არც ,,შენ ხარ ვენახი" და ,,ჩაკრულო", ,,წინწყარო" და ლამის ათი სხვადასხვა მრავალჟამიერი რომ შექმნა, არც ის ერი ვართ... რეზო თაბუკაშვილი რომ ლამის მშიერი რჩებოდა ქვეყნიდან გატანილი საუნჯის დასაბრუნებლად და შორიელთა გულის გასათბობად, არც მისი თანამემამულენი ვართ....დაბოლოს: ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით, მეცადინეობით და ჯანმრთელობის ფასად რომ უნივერსიტეტი დაგვრჩა, არც ის ერი ვართ! რას დაამსგავსეთ და ვის ჩააბარეთ ქვეყნის და ერის ეს თეთრი ტაძარი?! ამდენ ცოდვას რომ ვატარებთ და მონანიების შნო და სურვილიც რომ არ გვაქვს, რაზე ვსაუბრობთ?! ბატონო მიხეილ ბატიაშვილო, მარტო თქვენ და მხოლოდ თქვენ სულაც არ გეხებათ ეს ყველაფერი, მაგრამ რადგან მაგ სავარძელში ჩაბრძანდით, დიახაც, სწორედ თქვენ და თქვენს გუნდს ეკუთვნის ეს სამდურავი და სულ ახლახანს გამწესებული ვაშაკიძეები ეგებ სხვაგან გადაამისამართოთ! არაა ეს ხალხი საქმის მკეთებელი! შეგახსენებთ ერთ ცნობილ ამბავს: 1945 წლის ომის დამთავრებას ფრანკლინ რუზველტი ვერ მოესწრო, სულ რაღაც ერთი თვით ადრე გარდაიცვალა დასნეულებული, მაგრამ აშშ-ს ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც ოთხჯერ აირჩია ერმა. ფეხებმოწყვეტილი უძღვებოდა ერს 12 წლის განმავლობაში! როგორ გგონიათ, ეს არ იცოდა ან პრესამ, ან ტელევიზიამ?! ახლა ამაზე არ ვსაუბრობ, თუმცა, ესეც მნიშვნელოვანია და ზოგად განათლებაზე და კულტურაზე მეტყველებს. ჰოდა სწორედ ფრანკლინ რუზველტმა უხმო ჯერ კაბინეტს და მერე კონგრესმენებს და განუცხადა: ომი სადაცაა დამთავრდება და ქვეყანაზე, მის მომავალზე უნდა ვიფიქროთო. როგორ გგონიათ, რა იყო უპირველესი პრეზიდენტისთვის? მაკდონალდის კაფეების თუ ფორდის მანქანების გამრავლება-დახვეწა? განათლება! დიახ, განათლება იყო უპირველესი, შემდგომ გზების, თავდაცვის და ზოგადად სამხედრო მრეწველობის განვითარება! მაგრამ განათლება ნომერ პირველი გახლდათ და დღესაც ასე გრძელდება! არც თავდაცვა და არც მრეწველობა, არც ქვეყნის უშიშროება და სოფლის მეურნეობა ამის გარეშე ვერ და არ განვითარდება! ჩერჩილის სიტყვებს შეგახსენებთ: ,,განათლებას შეიძლება ერთ თვეში მოუღო ბოლო, მაგრამ მის აღდგენას და განვითარებას 10 წელი დასჭირდებაო" ჰოდა, ბატონო მიხეილ, ჩემი და ჩემნაირების ნათქვამს თუ არ დაიჯერებთ, ამ ორი პოლიტიკური ტიტანის მაინც გაიგონეთ! დანარჩენი ხვალ...“ - წერს სიამაშვილი.

 

 

big_banner
არქივი