logo_geo
ირაკლი შონია: ესაა საქართველოს თავის მოჭრა!
- +

13 ნოემბერი. 2018. 12:17

„სამარცხვინოა, რომ მსოფლიომ ნახოს შარვალჩახდილი ქართველი მამაკაცი, თუნდაც საპროტესტოდ საოკუპაციო ხაზზე!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი შონია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ესაა საქართველოს თავის მოჭრა! ღირსებააყრილი, უზნეო ხროვა, რომელიც ამაზრზენ ამორალურ ქცევას სჩადის!

 

დღეს ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ! როგორც ქართველმა! ძალიან შემრცხვა ამ ყველაფრისათვის!

 

როდესაც ოთხმოცდაათიან წლებში კრემლმა დაძაბა ვითარება სამაჩაბლოში, თბილისიდან უზარმაზარი კოლონა გაემგზავრა საპროტესტოდ ცხინვალში, გზადაგზა მათ შეუერთდათ მცხეთის, კასპის და გორის მცხოვრებლები. ეს იყო სრულიად საქართველოს სახალხო ლაშქარი, ღირსებით სავსე ერი, თავის უკეთილშობილეს მამულიშვილებთან და ლიდერებთან ერთად! დღევანდელი დღის კი ძალიან მრცხვენია, ძალიან... სიტყვებს ვეღარ ვპოულობ არა საპროტესტოდ, არამედ გულისტკივილისთვის. რაც ვიხილე, ძალიან დიდი სირცხვილია!

 

P.S. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად შარვალჩახდილი მამაკაცი ვერასოდეს გამოდგება!“ - წერს შონია.

 

 

big_banner
არქივი