logo_geo
დეა შაფათავა მიხეილ სააკაშვილს: ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოიქეცი კაცურად!
- +

14 ნოემბერი. 2018. 12:48

 

 

დეა შაფათავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ხომ მაქვს უფლება, არაპოლიტიკურად, მოქალაქის პოზიციიდან დავწერო:

 

  1. ის მძორი რომ არ შეაბრძანეს მერაბიშვილის და უგულავას მეზობლად, ეგ პირველი დიდი შეცდომა (ვიმეორებ, ვწერ აბსოლუტურად აპოლიტიკურად, მოქალაქის პოზიციიდან, გადაამოწმეთ, სადაც გინდათ).

 

  1. იქიდან აქ რატომღაც „არ იბლოკება“ ან არ ბლოკავენ და რატომღაც 24/7 გადაიქცა „ნაცბანდის“ შეუჩერებელ პროპაგანდისტად და არავინ სცემს პასუხს. ისინიც კი, ვინც ვალდებულია, ბერამდე გასცეს პასუხი, ეგ ორი და მაინტერესებს, სად ხართ შემძვრალები, ამ სპექტაკლს რომ აკვირდებით ხმაგაკმენდილები, ახლა რისი/ვისი გეშინიათ ან რას ელოდებით;

 

  1. ეგ მკვლელი ქვეყანას ვინც მოაცილა, მისი დამსახურება რატომღაც ისე მიიღო ქვეყანამ (ყველამ არა, რა თქმა უნდა), თითქოს ვალი ჰქონდა საშვილიშვილო და ამ ქვეყნის ავ-მართალს, ყველას ჩაბანძებულს სულ მას რომ აბრალებენ და ყველას ნაძირლობის და შეცდომის სანაცვლოდ ისევ „ის“ იხდის ბოდიშებს და არც ერთი არ იმჩნევს; და შვილის ქორწილი, საკუთარი თანხებით გადახდილი დასაყვედრებელი რომ გახდა და კაციშვილმა, ვისაც გეკუთვნოდათ, ხმა არ ამოიღეთ, სამაგიეროდ, კარგად შეირგეთ ყველა ის სიკეთე, რაც იმ მძორის მოცილების შემდეგ შეირგეთ, ეგეც სამი;

 

  1. როცა იქიდან „ბულინგით“ და ჩემი უსაყვარლესი მშობლიური ენით ზუსტად რომ გამოვთქვა, საკუთარი განავალის ჭამით არის დაკავებული ნარკომანი ყოფილი პრეზიდენტი და განსაკუთრებით ბერას ქორწილის შემდეგ მოემატა მადა, მივართვათ, ბატონო და ურიგოდ მივართვათ; რა ვქნა, каков привет, таков ответ, ვერსალის დონის ფრანგულით (რომელიც ჩემგან განსხვავებით, ძალიან დაბალ დონეზე იცის, ვერ მიართვა სუსტმა ტვინმა) და მაღალი დონის ეტიკეტით მისი მყრალი განავალის ჭამას ვერ ვუპასუხებ; თუ უნდა, შემიძლია დანა-ჩანგალი გავუგზავნო, მომწერეთ, არ მომერიდება და არც გამიჭირდება;

 

  1. აშკარად პროვოკაციაზე რომ მიდის და პირდაპირ მიმართავს ბერა ივანიშვილს, კარგად გაიხსენოს, საერთოდ თუ იცნობს და ზოგადად, ეს რომ უზრდელობაა, პროვინციალკა გიულიმ ვერ ასწავლა. ბერამ კაცურად დაწერა თავისი აზრი და გამოაქვეყნა, რომელშიც მთლიანად პოზიტივი იყო და ვერ შეიგნო ეს იმ სქელმა რეგვენმა; ვერ გაჩერდა, მადა ჭამაში მოდისო;

 

და ბოლოს: ნამდვილად ძალიან დიდი პატივია ჩემგან პასუხის გაცემა მაგ კონკრეტულ კრიმინალზე, მკვლელობების შემკვეთზე (ჟვანიას და პატარკაციშვილს ვგულისხმობ, არ მომერიდება დაწერა), ქვეყნის ბიუჯეტის გამფლანგველზე, სამშობლოს ტერიტორიების და სტრატეგიული ობიექტების მტერზე გამსხვისებელზე, სხვისი გაკეთებული საქმეების უნამუსოდ „მიმწერზე“, ცოლის გამბანძებელზე („ედუჩა“ გაახსენდა, რომელი „ედუჩა“, დედამისი სულ რომ წიხლზე ეკიდა და ხან რომელ ნიფხავს და ხან რომელს იყო გამოკიდებული და ვერ გადავამოწმებ, ღამეა და გუმბათზე საათიანი აპარტამენტი რომ აჩუქა პრეზიდენტის ფანჯრების პირდაპირ კორპუსში ბარათაშვილის ხიდთან კუთხეში ბოლო სართულზე (ამას ხვალვე დავაზუსტებ), უხმო ვითომ მგალობელ მკერდმოჭმულ ვაი-კურტიზანკას, აი იმ აპარტამენტის კვადრატულობასაც გავარკვევ და ვურჩევ, იმ ერთოთახიანში აცხოვროს ნიუ-იორკში, სანდრასგან როცა გარბის. იმ სანდრასგან, რომელსაც ქალური თავმოყვარეობა ნოლს ქვემოთ აქვს, მას ხომ უპირობოდ მისია ჰქონდა შესასრულებელი საქართველოში, შეასრულა და თავმოყვარეობა ბოლო პლანზე გაწია. ეს არის შპიონების დაუწერელი კანონი და „ცოლ-ქმრის“ ღირსებათა სია დაუსრულებელია, ამდენს ვერ დავწერ აქ).

 

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო:

 

მიშა, თუ ასეთი მაგარი ხარ, ბერას იქიდან აქ ნუ „ებლატავები“. ჟარგონით ვწერ. ლიტერატურული არ ესმის.

 

პირდაპირი რეისი არსებობს, ხვალვე აიღე ბილეთი, ნაძარცვი ფული ბევრი გაქვს, ნუ ჟმოტობ, ჩამოდი, პირისპირ შეხვდი, ჩახედე თვალებში და უთხარი იგივე ტექსტი. გვარამიაც გამოიყოლე.

 

შემდეგ კი „დასტოინად“ წადი იქ, სადაც დიდი ხანია გელიან და აგე პასუხი ყველაფერზე. პირისპირ დაუჯექი გამოძიებას და უპასუხე ბრალდებებს.

 

ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოიქეცი კაცურად.

 

მაინც წაგებული აქვს ვაშაძეს ეს არჩევნები და შენს ოცნებას ასრულება არ უწერია. ეს ყველამ იცით, ორივე მხარემ პორტირებულების ჩათვლით! თუ დასასრულია, ღირსეული მაინც იყოს.

 

თუ შენ ეს არ გააკეთო, შენ იყო დედაშენის ქმარი.

 

მე, დეა შაფათავა ხელს ვაწერ ამ ტექსტზე და გთხოვთ გადასცეთ.

 

P.S. ამ ერთხელ მეპატიება ეტიკეტის და ზრდილობის ნორმებიდან გადახვევა. ძალიან დიდხანს ვიყავი ჩუმად“, - წერს შაფათავა.

 

 

big_banner
არქივი